სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს Eng ქართ

შემოგვიერთდით

გამოხატე თანადგომა და გახდი ქველმოქმედი

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი” დახმარებას უწევს მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს და ახორციელებს სხვადასხვა სახის პროგრამებს, რომლებიც პასუხობენ ბავშვთა უფლებების დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.

ორგანიზაციის ფინანსურ წყაროს წარმოადგენს კერძო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფულადი თუ არაფულადი შემოწირულობა, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ ნაწილობრივ გამოყოფილი ფულადი დახმარება. აღნიშნული ფულადი თუ არაფულადი დახმარება/შემოწირულობა გამოიყენება მხოლოდ მიტოვების რისკის წინაშე მყოფი და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მზრუნველ და ოჯახურ გარემოში აღზრდა-განვითარების მიზნით.

წლიურ ანგარიშში შეტანილია ინფორმაცია ორგანიზაციის ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ. ორგანიზაციაში ყოველწლიურად ტარდება აუდიტი, რომლის მიზანია დახარჯული ფინანსური რესურსების მიზნობრიობის შემოწმება. დაინტერესების შემთხვევაში, იხილეთ: ანგარიშები

ჩვენი მიზნების წარმატებული განხორციელება მხოლოდ თქვენს შემოწირულობაზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჩვენ ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა, რათა მომავალშიც განვაგრძოთ ჩვენი წარმატებული საქმიანობა და წვლილი შევიტანოთ სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობაში.