სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს Eng ქართ

ჩვენი საქმიანობა

ჩვენ ვეხმარებით ოჯახებს იმ მიზნით, რომ შეძლონ საკუთარ შვილებზე ზრუნვა. ჩვენ ვაწვდით ბიოლოგიური მშობლების გარეშე დარჩენილ ბავშვებს ხარისხიან ალტერნატიულ ზრუნვას.

ჩვენ ვაძლიერებთ ოჯახებს

ოჯახის გაძლიერების პროგრამა ხელს უწყობს ბავშვების შენარჩუნებას ბიოლოგიურ ოჯახებში. ჩვენ ვეხმარებით სოციალურად დაუცველ, ბავშვების მიტოვების რისკის წინაშე მყოფ ოჯახებს თავიანთი შესაძლებლობების განვითარება-გაძლიერებაში. ჩვენი საქმიანობის პროცესში დიდ ყურადღებას ვუთმობთ ოჯახების თანადგომის ქსელის გაძლიერებას. ჩვენ ვეხმარებით თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 800 ბავშვს.

ჩვენი მზრუნველობის ქვეშ მყოფ თითოეულ ბავშვთან ჩვენ ვიყენებთ ინდივიდუალურ მიდგომას

მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე ზრუნვას ახორციელებენ ალტერნატიულ მომსახურებებში დასაქმებული აღმზრდელები. ისინი ინდივიდუალური მიდგომების გამოყენებით, ეხმარებიან თითოეულ ბავშვს განვითარებაში, განათლების მიღებასა და ჯანმრთელობის დაცვაში. ჩვენ ვახორციელებთ ახალგაზრდებზე ზრუნვის პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ზრუნვიდან გასვლის ეტაპზე მყოფი და უკვე გასული ახალგზარდების მხარდაჭერაზე. ჩვენ ვეხმარებით თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 270 მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვსა და ახალგაზრდას.

ჩვენ ვასწავლით ბავშვებს მათი უფლებების დაცვას

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების დაცვით, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი ადვოკატირებას უწევს ბავშვთა უფლებების დაცვას და დარწმუნებულია, რომ ბავშვის განვითარება და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბება შესაძლებელია მხოლოდ ოჯახურ გარემოში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: ბავშვი უპირველეს ყოვლისა!