სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს Eng ქართ

სიახლეები

სხვადასხვა მიზეზების გამო, ოჯახებს ყოველთვის არა აქვთ შესაძლებლობა ადეკვატურად იზრუნონ საკუთარ შვილებზე და ჩვენ სწორედ ასეთ მშობლებს ვეხმარებით. ზოგიერთი ბავშვი რჩება მშობლის მზრუნველობის გარეშე, შესაბამისად, ჩვენ ვზრუნავთ მათ კეთილდღეობაზე. ქვემოაღნიშნული სიახლეები სწორედ იმ მოვლენებსა თუ ფაქტებს ასახავენ, რომლებმაც დადებითი ზეგავლენა იქონიეს ჩვენი მიზნობრივი ჯგუფის ბავშვებისა და მათი ოჯახების ცხოვრებაზე.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის პროგრამის ერთ მცირე საოჯახო ტიპის სახლს წყლით უფასოდ მოამარაგებს

22 მაისი 2017

2018 წლის 18 მაისს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და „კოალიციას ბავშვებისა და ახაგაზრდებისთვის“ შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „რუსთავის წყალთან“ ერთად მთელი წლის განმავლობაში სრულად დააფინანსებს ბავშვზე ზრუნვის სფეროში მოქმედ, სხვადასხვა ორგანიზაციების ხუთი მომსახურების წყალმომარაგების გადასახადს.

ამერიკული სამედიცინო ცენტრები ჩვენს აღსაზრდელებს უფასოდ მოემსახურება

17 თებერვალი 2017

ამიერიდან ჩვენთან ამერიკული სამედიცინო ცენტრები ითანამშრომლებს. ჩვენს აღსაზრდელებს ამერიკული სამედიცინო ცენტრები უფასოდ მოემსახურება. ამჟამად SOS ბავშვთა სოფლის თბილისის პროგრამის რამდენიმე ბენეფიციარს უფასოდ უტარდებათ სამკურნალო მასაჟი.

საქველმოქმედო რეგატა თბილისის ზღვაზე

07 მაისი 2016

7 მაისს, თბილისის ზღვის კლუბში აფროსნობის ფედერაციასთან ერთად საქველმოქმედო რეგატა - ერთად ავწიოთ აფრები - ჩატარდა

პაშა ბანკის სააღდგომო ქველმოქმედება

03 მაისი 2016

პაშა ბანკმა საქართველოს SOS ბავშვთა სოფელს აღდგომის დღესასწაული მოულოცა და თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის ყველა ბენეფიციარ აბიტურიენტს დაუფინანსა ინგლისურ ენაში მომზადების მთელი წლის ხარჯი.

ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა დედათა და ბავშვთა თავშესაფარში

25 მარტი 2016

დედათა და ბავშვთა თავშესაფარში 25 მარტს გაიმართა ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებას დაესწრნენ დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარები და თანამშრომლები.