სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს Eng ქართ

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" თბილისის პროგრამის ერთ მცირე საოჯახო ტიპის სახლს წყლით უფასოდ მოამარაგებს

2018 წლის 18 მაისს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ და „კოალიციას ბავშვებისა და ახაგაზრდებისთვის“ შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „რუსთავის წყალთან“ ერთად მთელი წლის განმავლობაში სრულად დააფინანსებს ბავშვზე ზრუნვის სფეროში მოქმედ, სხვადასხვა ორგანიზაციების ხუთი მომსახურების წყალმომარაგების გადასახადს.

აღინშნული მემორანდუმის თანახმად "საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის" თბილისის პროგრამის ერთი საოჯახო ტიპის სახლი 1 წლის განმავლობაში გათავისუფლდება წყლის გადასახადისგან. ორგანიზაციის სახელით დიდ მადლობას ვუხდით "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს".