ძირითადი აღმზრდელის დამხმარის (ოჯახის ასისტენტი)

Location : Tbilisi

Deadline : 04.06.2019

"SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ვაკანსიას ძირითადი აღმზრდელის დამხმარის (ოჯახის ასისტენტი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ოჯახის ასისტენტის მოვალეობაა ძირითად აღმზრდელთან ერთად ოჯახში შექმნას თბილი, სიყვარულით სავსე ატმოსფერო და იზრუნოს ბავშვებზე, რათა ისინი ოჯახისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. ოჯახის ასისტენტი ეხმარება ძირითად აღმზრდელს ბავშვების აღზრდასა და მათ სწავლებაში, ასევე საოჯახო მეურნეობის გაძღოლაში.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

** უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით ძირითად აღმზრდელთან (SOS დედა) ერთად;
** შექმნას ბავშვებისათვის თბილი და მოსიყვარულე ოჯახური გარემო;
** შეცვალოს ძირითადი აღმზრდელი (SOS დედა) მისი არყოფნის დროს. მათ შორის შვებულებისა და დასვენების დღეებში, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს და შესაბამისად, სრულად შეასრულოს ძირითად აღმზრდელის (SOS დედა) მოვალეობა;
** დაეხმაროს ძირითად აღმზრდელს საოჯახო საქმიანობის გაძღოლაში;
** ძირითადი აღმზრდელის შეცვლის შემთხვევაში შეასრულოს ოჯახში ძირითადი აღმზრდელის დავალებები, ოჯახის შესაბამისი პრინციპებისა და ტრადიციების გათვალისწინებით;
** უზრუნველყოს მუშაობა ეროვნული და SOS-ის სტანდარტების, ასევე, სხვა სამუშაო დოკუმენტების შესაბამისად ("ხარისხი ბავშვებისათვის", ბავშვთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი და ა.შ.)
** იზრუნოს თბილისის "SOS ბავშვთა სოფლის" პროგრამის ფარგლებში, მოწვეული სტუმრების მიღებაზე.

მოთხოვნები:

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
** ურთიერთობების დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** "SOS ბავშვთა სოფლის" ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დამატებითი სამუშაო პირობები: ოჯახის ასისტენტი ცვლის ძირითად აღმზრდელს (ღამისთევით) დასვენებისა და შვებულების დღეებში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2019 წლის 4 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.