ტენდერი საკვები პროდუქტების სააღრიცხვო პროგრამის შეძენაზე

Location : Tbilisi

Deadline : 21.05.2019


ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს ორგანიზაციის მმართველობაში არსებული ორი დღის ცენტრის საკვები პროდუქტების ნაშთების აღრიცხვის პროგრამის შესაძენად. დღის ცენტრების საკვები პროდუქტების სააღრიცხვო პროგრამა 
დღის ცენტრის საკვები პროდუქტების ნაშთების აღრიცხვის პროგრამის დანერგვის მიზანია საკვები პროდუქტების ნაშთების აღრიცხვის სიზუსტე. 

მოთხოვნები პროგრამასთან დაკავშირებით:

** დღის ცენტრის საკვები პროდუქტების ნაშთების აღრიცხვა;
** Rs.ge-დან მიღებული სასაქონლო ზედნადებების იმპორტი/ჩამოტვირთვა (საქონლის ჩამონათვალის გადმოტანა ავტომატურ რეჟიმში). 
** ბენეფიციარების რაოდენობისა და დღის ცენტრის მენიუს მიხედვით დახარჯული პროდუქტის ღირებულების დაანგარიშება. 

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე: 

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ვებ.გვერდის მისამართი ტელეფონი, ელ-ფოსტა, საბანკო რეკვიზიტები); 
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** შემოთავაზება, რომელიც მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში ბოლო 1 წლის გამოცდილებას; შექმნილი პროდუქტების სადემონსტრაციო ვერსიებს; დამკვეთთა სიას, შესაბამისი სარეკომენდაციო წერილებით. 
** სამუშაოს შესრულების ვადები.
** ფასის შემოთავაზება ლარში (ფასი უნდა მოიცავდეს დღგ-ს, სასურველია დეტალიზაცია პროგრამული უზრუნველყოფის და დანერგვა-იმპლემენტაციის ან/და სხვა შესაძლო დანახარჯებად) დამოწმებული ბეჭდითა და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ავანსის გადახდა არ განიხილება.
** განვიხილავთ ორ სხვადასხვა ლოკაციაში ერთ მომხმარებლიანი პროგრამის შეძენას.

დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ თქვენი კომპანიის დასახელება, პასუხისმგებელი პირის ტელეფონი და ელ.ფოსტა, ტენდერის დასახელება "დღის ცენტრების საკვები პროდუქტების ნაშთების აღრიცხვის პროგრამა".

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2019 წლის 20 მაისი, 16:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 11ა, ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი". 

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" უფლებას იტოვებს მოიწვიოს კომპანიის წარმომადგენელი შეხვედრაზე დეტალების დაზუსტების მიზნით. 

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.