პროექტის - „ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის“ გახსნა

27.12.2018

პროექტის - „ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის“ გახსნა
2018 წლის დეკემბერში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელმა Hermann-Gmeiner-Fonds Deutchland -თან და World Vision საქართველოსთან პარტნიორობით, დაიწყო პროექტის - „ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის“ განხორციელება. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს ოთხი რეგიონის მუნიციპალიტეტებში (ზუგიდიდი, ქუთაისი, ახალციხე, თელავი) მცხოვრები მოწყვლადი ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება. შესაბამისად, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცოდნის გაზიარებაზე აგებული ინოვაციური პლატფორმის -ახალგაზრდული კლუბების ჩამოყალიბება, რათა ხელი შეეწყოს ახალგაზრდების დასაქმებისა და სამოქალაქო ჩართულობისათვის აუცილებელი უნარების განვითარებას. საერთო ჯამში შეიქმნება 8 ახალგაზრდული კლუბი, რომელიც მოიცავს 120 პირდაპირ და 600 არაპირდაპირ ბენეფიციარს. 2018 წლის 27 დეკემბერს, თბილისში ჩატარდა პროექტის გახსნითი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლისა და World Vision საქართველოს თანამშრომლებმა. მათ იმსჯელეს მომავალ გეგმებზე და განსაზღვრეს მომავალში განსახორციელებელი აქტივობები.