,,ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის“ (YES)

20.09.2019

,,ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის“ (YES)

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს 4 რეგიონში ხორციელდება ახალგაზრდების გაძლიერების პროექტი ,,ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის“ (YES) SOS ბავშვთა სოფელი საქართველოსა და World Vision საქართველოს პარტნიორობით.

პროექტის მიზანია მხარი დაუჭიროს რეგიონებში მოზარდებისა და ახალგაზრდების პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და საზოგადოებაში მათი თვით-რეალიზაციის შესაძლებლოებისს ზრდას. 120-ზე მეტი ახალგაზრდა 4 რეგიონიდან, კერძოდ: ახალციხის, თელავის, ზუგდიდისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებიდან, ჩართულია ახალგაზრდული კლუბების საქმიანობაში, იღებენ მონაწილეობას ყოველკვირეულ სხვადასხვა სამოქალაქო და პროფესიული განვითარების მიზნობრივ შეხვედრებსა და აქტივობებში.

2019 წლის 21 სექტემბერს მიმდინარეობს ეროვნული ფორუმი, სადაც თითოეული კლუბის მონაწილეები და ლიდერები შეიკრიბნენ დაბა ბაკურიანში. ისინი წარადგენენ მათ მიერსაკუთარ თემში განხორციელებულ საქმიანობებსა და სოციალური ინიციატივების პროექტებს, უზიარებენ გამოცდილებასა და გამოწვებეს, რის საფუძველზეც შეიმუშავენენ სამომავლო ინიციატივებსა და რეკომენდაციებს.
#FederalForeignOfficeofGermany
#HermannGmeinerFonds
#Dautchlandweltwit
#WorldVisionGeorgia
#SOSChildrensVillagesGeorgia