ახალი პროექტი გურიასა და კახეთში

05.03.2021

ახალი პროექტი გურიასა და კახეთში
2020 წლის ბოლოს საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელმა დაიწყო ახალი პროექტის განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავს გურიისა და კახეთის რეგიონებში როგორც მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერას, ისე, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციების გაძლიერებას, რათა ხელი შეეწყოს თელავისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ბავშვთა დაცვის სისტემის გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თელავისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა, რათა ხელი შეეწყოს ცნობიერების ამაღლებას ბავშვთა ძალადობისგან დაცვის საკთხებზე.

პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან :   „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ და „კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი“