ახალი პროექტი პანდემიასთან დაკავშირებით

10.03.2021

ახალი პროექტი პანდემიასთან დაკავშირებით
2021 წლიდან  ჩვენი ასოციაცია ჰერმან გმაინერის ფონდის მხარდაჭერით  ახორციელებს ახალ პროექტს ოჯახის გაძლიერების პროგრამაში ჩართული ბავშვიანი ოჯახების მხარდასაჭერად. 
პროექტის მიზანია მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახების ციფრული ტექნიკით უზრუნველყოფა და ინტერენტის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ეს  შესაძლებელს გახდის პანდემიის პიროებებში ბავშვებისა და მათი მშობლების მონაწილეობას SOS ბავშვთა სოფლის ოჯახის გაძლიერების პროგრამის ონლაინ ფორმატში ჩატარებულ აქტივობებში. 
 აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობა თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბავშვებისა და მშობლების ფსიქო-ემოციური მგდომარეობის გაუმჯობესებას და ოჯახებში ბავშვების ჯანსაღი განვითარებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.
გარდა ამისა, პროქტის განხორციელება ხელს შეუწყობს ბავშვების დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში საჭიროებისამებრ ჩართვას. 
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 162  მოწყვლადი ოჯახის ციფრული ტექნიკით მხარდაჭერა.