აქამდე თუ სტერეოტიპების რაღაც ნაწილის მაინც მჯეროდა ახლა მთელი არსებით ღია ვარ სამყაროსთვის
14.11.2019

8 თვიანი ცხოვრება დასრულდა, რომელიც ყარაჯალის კლუბის წევრებზე ფიქრით თენდებოდა და ღამდებოდა, მოკლედ გიყვებით skye-ჯალაზე...
გასაუბრებაზე დარწმუნებული ვიყავი, რომ რასაც ვსაუბრობდი ჩემს დადებით მხარეზე მიუთითებდა, თუმცა, ცოტა პირიქით გამომივიდა... მაგრამ მათ შანსი მომცეს, რამაც ჩემი რვა თვე შეცვალა...
ყველაზე მეტად ყარაჯალაში მუშაობა არ მინდოდა იმ სტერეორიპების გამო რაც ჰაერში იყო გაჟღერებული და ამის გამო ვღელავდი. მაგრამ აქ დაიწყო ყველაფერი, რამაც შემცვალა...
პირველ სესიებზე ვღელავდი, დაძაბულობა 100% აღწევდა, არ ვიცოდი ბავშვებში რა ემოციას ვიწვევდი, გასაგებად ვსაუბრობდი თუ არა და სხვა. ბავშვებმა ნელ-ნელა საუბარი დაიწყეს, ემოციების გაზიარება, რასაც თეორიული და პრაქტიკული დავალებები თუ მსჯელობები მოჰყვა, პრინციპში ერთიან გუნდად ჩამოყალიბება დავიწყეთ..
ამასობაში მეორედაც მომიწია გასაუბება. გამოცხადდა გერმანიაში სასწავლო ტურის მონაწილეების შერჩევა. ეს ხო უკვე ორმაგი ღელვა იყო. ესსეზე რამოდენიმე დღე ვიმუშავე, პრეზენტაციაზე და მთავარ მიზნათ უკეთესი საკუთარი თავი დავისახე, რამაც გაამართლა და გერმანიის სასწავლო ტურის ჯგუფში მოვხვდი..
ძნელია ცვლილებები შენს თავში დაინახო, მაგრამ ამ 8 თვეში ნელ-ნელა ეს ყველაფერი გამოჩნდა. მივხდი, რომ ჩემს სიტყვას შეუძლია ბევრნაირი გავლენა მოახდინოს სხვებზე, ამიტომ უფრო ფთხილი გავხდი. აქამდე თუ სტერეოტიპების რაღაც ნაწილის მაინც მჯეროდა ახლა მთელი არსებით ღია ვარ სამყაროსთვის. აქამდე თუ ვღელავდი ახლა თავდაჯერებულობა შემემატა და მეტად მიზანმიმართული გავხდი. აქამდე თუ მხოლოდ ჩემი თემის პრობლემებით ვცხოვრობდი, ახლა ჩემი ახალგაზრდების პრობლემებსაც ვიაზრებ და სამომავლო გეგმებად განვიხილავთ მათ მოგვარებას.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამ სიის გაგრძელება კიდევ შემიძლია უბრალოდ არ მიდა დაგღალოთ, მაგრამ იცოდეთ ამ პროექტში ყარაჯალას ბავშვებთან ერთად მეც გავიზარდე, მე მიყვარს ისინი და კიდევ ბევრჯერ მნახავთ მათ გვერდში მდგომს....