ბოლტი ბავშვებისთვის

28.05.2020

ბოლტი ბავშვებისთვის

კომპანია Bolt აპლიკაციაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალ კატეგორიას, “To Give” ამატებს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სხვადასხვა საჩუქრით დაეხმარონ.

„ხშირად გაგვჩენია სურვილი, დავხმარებოდით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. თუმცა, ყოველდღიურობაში ჩაფლულები, ამის გაკეთებას, ზოგჯერ ვერ ვახერხებთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეს შესაძლებლობა მიგვეცა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს და სულ რაღაც რამდენიმე წამში, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, გავცეთ სიყვარული ბავშვებისთვის“.

აპლიკაციაში ახალი კატეგორია 28 და 29 მაისს გამოჩნდება. ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს ბავშვებისთვის საჭირო და სასარგებლო ნივთების (ტანსაცმელი, წიგნები, სათამაშოები და სხვ.) გაგზავნას და ამაში Bolt Georgia -ის პარტნიორი მძღოლები დაეხმარებიან. ისინი, თბილისის მასშტაბით, შეაგროვებენ საჩუქრებს და შემდეგ SOS ბავშვთა სოფელს გადასცემენ. ეს მომსახურება, გამგზავნისთვის, იქნება სრულიად უფასო.

კამპანიაში #Boltბავშვებისთვის მონაწილეობის მისაღებად:

 

  1. გახსენით აპლიკაცია
  2. აირჩიეთ “To Give” კატეგორია
  3. თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოვა ბოლტის პარტნიორი მძღოლი და წაიღებს საჩუქრებს ბავშვებისთვის, სრულიად უფასოდ.
  4. კატეგორიის გამოყენება ხელმისაწვდომი იქნება 28 და 29 მაისს, 10:00-დან 20:00 საათამდე

„2014 წელს, როდესაც „ბოლტის“ პირველი მგზავრობები შესრულდა თბილისში, ჩვენი მიზანი იყო, ქალაქში გადაადგილების კულტურა შეგვეცვალა. გვინდოდა, ის უფრო უსაფრთხო, კომფორტული და სწრაფი გამხდარიყო. თუმცა, გვჯერა, რომ საზოგადოებისთვის სხვა მრავალი სასარგებლო საქმის გაკეთებაც შეგვიძლია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამიტომ, მომავალშიც გვექნება ბევრი სასიამოვნო სიახლე თქვენთვის“.