ეს არ იყო ჩემი პირველი გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეგრძნებები ნამდვილად განსაკუთრებული და ახალი იყო

30.11.-0001

  ეს არ იყო ჩემი პირველი გამოცდილება ბავშვებთან მუშაობის, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შეგრძნებები ნამდვილად განსაკუთრებული და ახალი იყო

 

ყველანი ვიზიარებთ აზრს, რომ ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობა განსაკუთრებით სასიამოვნოა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ჩემი პირველი გამოცდილება ამ სფეროში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  შეგრძნებები, რომელიც SKYE კლუბის მუშაობის განმავლობაში დაგროვდა, ნამდვილად განსაკუთრებული და ახალი იყო. 9 თვის მანძილზე, მუდმივად მქონდა შეგრძნება, რომ მე ისევე ვიღებდი პოზიტიურ ემოციას, როგორც კლუბის ახალგაზრდები. სწორედ ამიტომ, დონორებთან და პარტინიორებთან ერთად, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ მათგანს.