Glovo #გახდიქველმოქმედი

01.06.2020

Glovo #გახდიქველმოქმედი
დღეს მსოფლიო თავისი არსებობის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევას უმკლავდება, მაგრამ სწორედ ასეთ დროს არ უნდა დავივიწყოთ, ისინი ვისაც ჩვენი ზრუნვა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

რადგან ყველა ბავშვი იმსახურებს ლაღ, ჯანსაღ, შესაძლებლობებითა და სიყვარულით სავსე, ოჯახურ გარემოში ცხოვრებას, “SOS ბავშვთა სოფელი”კი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც სწორედ ამ მისიას ემსახურება, მიტანის სერვისის კომპანია Glovo-მ 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გადაწყვიტა “SOS ბავშვთა სოფელს” ამ მიზნის განხორციელებაში დაეხმაროს და ყველა შეკვეთიდან 1 ლარი მათი ბენეფიციარი ბავშვების კეთილდღეობისთვის გადარიცხოს.

“SOS ბავთა სოფელი საქართველო” 30 წელზე მეტია ბავშვებს ოჯახთან მიახლოვებულ გარემოში ზრდის, ეხმარება მათ მიიღონ განათლება, განავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. Glovo კი ეცდება, დაეხმაროს მათ ბავშვებისთვის ის ნივთები თუ კეთილი ამბები უზრუნველყოს რომლებიც ახლა, ამ დროს, ამ ასაკსა და სივრცეში სჭირდებათ.

შეუკვეთე Glovo-ზე 1 ივნისს და გახდი ქველმოქმედი!