ჯანდაცვის მინისტრის სტუმრობა
01.06.2020
ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღესთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელს“ ესტუმრა.
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად რჩება ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სამინისტრო განაგრძობს მათთვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფაზე ზრუნვას - ჯანდაცვის სამინისტრო ვიდეო იხილეთ ამ ბმულზე.
სახელმწიფოსთვის რა თქმა უნდა პრიორიტეტად რჩება ბავშვთა სიღარიბის დაძლევა და მათი ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესება. ჩვენ ყველა ნაბიჯს გადავდგამთ იმისათვის, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს ბავშვებისთვის ყველა საჭირო ის პირობა, რომელიც მათ ნორმალურ განვითარებას ესაჭიროება“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.