კამპანია #სასკოლოდ

16.11.2018

კამპანია #სასკოლოდ
ზაფხულის არდადეგების შემდეგ სასკოლოდ მომზადება ყველა ბავშვისთვის სასიხარულოა, თუმცა მათი მშოლებისთვის ხშირად გამოწვევაა - სასკოლოდ ხომ უამრავი ნივთია საყიდელი.
აგვისტოსა და სექტემბერში, ბავშვთა სოფელი საქართველოსა  და  სანაყინეების ქსელი ლუკა პოლარეს ერთობლივი ფონდების მოძიების კამპანია #სასკოლოდ განხორციელდა.  შეგროვებული თანხა მოხმარდა თბილისის ბავშვთა სოფლის პროგრამის ბავშვებისთვის  სასკოლო ნივთების შეძენას. კამპანიაში ჩართული იყო არაერთი ცნობილი ადამიანი,  მათ შორის:  ცნობილი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, კალათბურთელი ანატოლი ბოისა, ტელეწამყვანი ნინო პაარაია, თორნიკე კვერენჩხილაძე, მწერალი გიორგი კეკელიძე, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, მსახიობი კახა კინწურაშვილი და სხვები.
კამპანია გულისხმობდა ლუკა პოლარეს სანაყინეებში ბავშვთა სოფელი საქართველოს ბრენდირებული სამკერდე ბროშების შეძენას. კამპანიის შესახებ ინფორმაცია სოციალურ მედიაში  - ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ლინკდინის გვერდებზე გავრცელდა.  საერთო ჯამში,  შეგროვდა 1009 ლარი,  ამ თანხით შეძენილ იქნა სასკოლო ნივთები 53 ბავშვისთვის.   
 
კამპანიის დასასრულს ლუკა პოლარემ ჩვენს ბავშვებს მოსაშვილის ფილიალში უმასპინძლა და არაჩვეულებრივი  ნაყინით. ლუკა პოლარესთან თანამშრომლობა სამომავლოდაც დაგეგმილია.