„მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day დაიწყო

18.06.2019

„მაკდონალდსის“ ტრადიციული საქველმოქმედო აქცია Mc Happy Day დაიწყო
1 ივნისს მაკდონალდსის ყოველწლიური საქველმოქმედო აქცია McHappy day დაიწყო.  აქციის ფარგლებში,  „მაკდონალდსი“ ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი”-ს ზუგდიდის ოჯახის გაძლიერების პროექტის დღის ცენტრის ბენეფიციარებს დაეხმარება. 
McHAppy Day-ის ტრადიციული მიზანია,  იმ პატარების ხელშეწყობა, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაში, საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.
 
  
„წლევანდელი აქციიდან შემოსული თანხით „მაკდონალდსი“  „საქართველოს SOS - ბავშვთა სოფელი“-ს ბენეფიციარებისთვის სატრანსპორტო საშუალების შეძენას გეგმავს. მინი ავტობუსი ბავშვების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს,  რაც ბენეფიციარებს სამოქალაქო განათლების მიღების მიზნით დაგეგმილ აქტივობებში  ჩართულობის და პროგრამით გათვალისწინებული სერვისების ეფექტურად და კომფორტულად მიღების საშუალებას მისცემს. 
 
„მაკდონალდსის“ საქველმოქმედო აქციაში თანამონაწილეობის საშუალება ტრადიციულად მომხმარებლებსაც ეძლევათ. Mc Happy Day-ს მხარდასაჭერად „მაკდონალდსმა“ კამპანიის სიმბოლიკით სპეციალურად 3 სხვადასხვა ტიპის აქსესუარი დაამზადა: სტიკერი, გასაღების საკიდი, და სამაჯური. ნებისმიერი მათგანის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად ხდება ქველმოქმედების თანამონაწილე. თანხა სრულიად მოხმარდება მიკროავტობუსის შეძენას.