მემორანდუმი KEUNE ACADEMY Georgia-სთან

13.12.2019

მემორანდუმი KEUNE ACADEMY Georgia-სთან
2019 წლის 28 ოქტომბერს, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელსა და შპს Beauty Life -ს შორის, რომლის თანახმადაც Beauty Life-ის მხრიდან განხორციელდა უპრეცედენტო ოდენობის მიზნობრივი დონაცია, რომელიც მოხმარდება SOS ბავშვთა სოფელი საქართველოს 5 ბენეფიციარისთვის 9 თვიანი პროფესიონალური კურსების დაფინანსებას პროფესიულ კოლეჯ  Keune Academy Georgia-ში.

სწავლა უკვე დაიწყო და ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ისწავლონ "Keune Academy Georgia" -ს კომფორტულ და სრულად აღჭურვილ, თანამედროვე სასწავლო გარემოში - ორი პროგრამიდან ერთ-ერთზე - თმის ან/ფრჩხილის მომსახურებაზე და მიიღონ სახელმწიფოს მიერი აღიარებული დიპლომი. თითოეულ პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობაა 36 სასწავლო კვირა. „KEUNE Academy“ ასევე დაინტერესებულია დასაქმების თვალსაზრისითაც დაეხმაროს კურსდამთავრებულებს, რაც ჩვენი ახალგაზრდებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია ასევე, რომ საქართველოში, ამ სფეროში მხოლოდ KEUNE Academy Georgia გასცემს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.  SOS ბავშვთა სოფელი საქართველოს ბენეფიციარებისთვის კი პროფესიების დაუფლება და დასაქმების ახალი შესაძლებლობები საკუთარი თავის რეალიზაციისთვის გადამწყვეტია.