SKYEE აქაურობას!

30.11.-0001

 SKYEE აქაურობას!

 

ბავშვობიდან მიწევს ჩავერთო სხვადასხვა პროექტში, ღონისძიებაში. დავესწრო ტრენინგ-სემინარებს და ცოტა არ იყოს მომბეზრდა, რადგან ყოველთვის ძალადობასა და უფლებებზე გვიწევდა საუბარი და მსჯელობა. როცა სქაის ახალგაზრდულ კლუბში შემომთავაზეს მონაწილეობის მიღება ცოტა არ იყოს ზერელედ შევხედე ამ ამბავს, რადგან მეგონა, რომ როგორც ყველა პროექტი, ესეც ბანალურ თემებს შეეხებოდა. ჩატარდა პირველი შეხვედრა, მეორე, მესამე... და თანდათან მივხვდი, რომ კლუბი მეხმარებოდა გამემტკიცებინა საკუთარი თავი. დღეს შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ახალგაზრდული კლუბები არის პროექტი, რომელიც სჭირდება საქართველოს! თითოეულ ბავშვს და არა მარტო! მადლობა ამ უმაგრესი თვეებისათვის და მადლობა ახალგაზრდებზე ზრუნვისათვის!