ვისაც ძაღლი უყვარს, მისთვის სულ ერთია ცხოველი მეტისია თუ ,,ჯიშიანი“

30.11.-0001

ვისაც ძაღლი უყვარს, მისთვის სულ ერთია ცხოველი  მეტისია თუ ,,ჯიშიანი“

13 ოქტომბერს, პროექტის  ,,ახალგაზრდების გაძლიერება წარმატებისთვის“ (YES) პროფესიულო ორიენტაციის სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრები ეწვივნენ ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარსა და ვეტერინალურ კლინიკას ,,ფეთ სტოპ“  მათი პროფესიული საქმიანობის გაცნობის მიზნით. განსაკუთრებული მადლობა ორივე დაწესებულების წარმომადგენლებს არასამუშაო დღეს დიდი გულისხმიერებით რომ მიგვიღეს, გამოცდილება გაგვიზიარეს და რაც მთავარია, მათთგან ვიგძენით პროფესიონალიზმი და საქმისადმი სიყვარული.