ადმინისტრაციული ასისტენტი (თელავი)

ადგილმდებარეობა : კახეთი

ბოლო ვადა : 14.01.2021

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და კახეთის განვითარების ცენტრი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთესად დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

ადმინისტრაციული ასისტენტი

სამუშაო ადგილი:

** თელავის მუნიციპალიტეტი: 1 ვაკანტური ადგილი
** ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 1 ვაკანტური ადგილი

სამუშაო დატვირთვა: არასრული განაკვეთი - სრული განაკვეთის 40%

პროექტის ხანგრძლივობა: პროექტი განხორციელდება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" მიზანია თემში მცხოვრები სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერება ბავშვთა დაცვის სტრუქტურების ეფექტურობის გაზრდით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების ადმინისტრაციული მხარდაჭერა. მჭიდროდ თანამშრომლობს პროექტის თანამშრომლებთან და ანგარიშვალდებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელის წინაშე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** შეხვედრების/ღონისძიებების ორგანიზება;
** პროექტის თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და საკანცელარიო დოკუმენტების მოწესრიგება;
** შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების მომზადება (ანგარიშები, გეგმები, ოქმები და სხვ.);
** ტენდერთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხების დაგეგმვა-ორგანიზება (მათ შორის, ტენდერის გამოცხადება, განაცხადების მიღება, აღრიცხვა და სხვა).

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ასისტენტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის საბაზო ცოდნა (სასურველია);
** კომუნიკაბელურობა და ურთიერთობების დამყარების უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** პოზიტიური და პროფესიონალური მიდგომა: შედეგებზე ორიენტირებული, ინიციატივიანი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** წერითი უნარ-ჩვევების ფლობა.

ინფორმაცია პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge ან ეწვიეთ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი დაფუძნდა 2019 წელს და ფუნქციონირებას აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ბაზაზე, რომელიც კახეთის რეგიონში 2008 წლიდან აქტიურად მუშაობდა სამი მიმართულებით: ბავშვთა ადრეული განათლება, ბავშვთა დაცვა და მოზარდების და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა თემის, მუნიციპალურ და რეგიონის დონეზე.

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1996 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე მიმართული ქმედითი პროგრამების დანერგვით. ორგანიზაცია პროექტებს ახორციელებს თბილისში, ასევე, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: tamar.kipiani@sos-kd.ge 2021 წლის 14 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ადმინისტრაციული ასისტენტი".