ადრეული განვითარების სპეციალისტი

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 05.11.2021


ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს  შემდეგ ვაკანსიას:
ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
საქმიანობის ძირითადი მიზანი: დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის მეტყველების დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების მხარდაჭერა, კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარების და სხვა ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობა.
 
სამუშაო დატვირთვა
  • სრული განაკვეთი
 
ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:
  • ბავშვისა და ოჯახის შეფასება
  • ბენეფიციარების ოჯახებში ვიზიტების განხორციელება
  • ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება
  • მუშაობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა
  • პროგრამის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად მუშაობა
  • მიმდინარე, ისე დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა
  • მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება
 
სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ სპეციალობაში: ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი (ლოგოპედი), ფიზიკური თერაპევტი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი
  • ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებას)
  • ბავშვის განვითარების კანონზომიერებებისა და ეტაპების ცოდნა;
  • ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
  • ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge  2021 წლის 5 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
 
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge