ეროვნული დირექტორის ასისტენტი

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 01.03.2021

SOS                                                                                  
ბავშვთა სოფელი                                            
აცხადებს ვაკანსიას
შემდეგ პოზიციაზე
                                                       
ეროვნული დირექტორის ასისტენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი განაკვეთი
დასაქმების პერიოდი: 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
 
 ძირითადი ფუნქციები და მოვალებები
 
  • საქმის წარმოება;
  • მიღებული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა და ადრესატისთვის მიწოდების უზრუნველყოფა, გასაგზავნი წერილების მომზადება;
  • ეროვნულ ოფისში შემოსული სატელეფონო ზარების გადამისამართება და დაინტერესებული პირებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • ორგანიზაციის გამგეობის შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშების/ოქმების მომზადება;
  • შიდა ორგანიზაციული დოკუმენტების მომზადება (ანგარიშები, ოქმები, ბრძანებები, ხელშეკრულებები და სხვ);
  • ორგანიზაციის სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, LinkedIn, YouTube) და ვებ გვერდის მართვა;
  • სამეურნეო და საკანცელარიო მასალების შესყიდვების უზრუნველყოფა;
  • ტენდერის ადმინისტრაციული და ტექნიკური საკითხების დაგეგმვა და ორგანიზება.
 
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ასისტენტად მუშაობის გამოცდილება;
  • სოციალური ქსელების მართვის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საფუძვლიანად ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად წერის შესაძლებლობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროისა და რესურსების ეფექტური მართვა;
  • გუნდური მუშაობა;
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
  • მზაობა თვითგანვითარებისთვის;
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.
 
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge ან წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე - ალ. ყაზბეგის ქ. #11ა, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, 2021 წლის 1 მარტის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
 
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით;დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge