ბუღალტერი (თელავი)

ადგილმდებარეობა : კახეთი

ბოლო ვადა : 14.01.2021

სოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და კახეთის განვითარების ცენტრი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთესად დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

ბუღალტერი

სამუშაო ადგილი:

თელავის მუნიციპალიტეტი: 1 ვაკანტური ადგილი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 1 ვაკანტური ადგილი

სამუშაო დატვირთვა: არასრული განაკვეთი - სრული განაკვეთის 40%

პროექტის ხანგრძლივობა: პროექტი განხორციელდება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" მიზანია თემში მცხოვრები სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერება ბავშვთა დაცვის სტრუქტურების ეფექტურობის გაზრდით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის საფინანსო და ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება და ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი. ანგარიშვალდებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელის წინაშე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული საქმიანობის წარმოება ადგილობრივი კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შიდა მოთხოვნების შესაბამისად;
** პროექტის სამეურნეო ოპერაციების საბუღალტრო აღრიცხვა დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;
** საბანკო ოპერაციების წარმოება;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) მიიღება და დაარქივება;
** პირველადი დოკუმენტების იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
** სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დღის ცენტრის მომსახურების შემოსავლისა და ხარჯების აღრიცხვა და კონტროლი;
** პროექტის ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
** დონორის მიერ დადგენილი ფორმით, რეგულარული ფინანსური ანგარიშების მომზადება და დროულად წარდგენა სათავო ოფისში;
** პროექტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და კონტროლი;
** პროექტის საბუღალტრო ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** ანგარიშების მომზადების გამოცდილება;
** საერთაშორისო გრანტით დაფინანსებულ პროექტებში/საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** MS Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობა;
** დროისა და რესურსების ეფექტური მართვა;
** სტრესულ და კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** ორგანიზაციაში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის სწრაფად ათვისების უნარი და პროგრამაში მუშაობის მზაობა.

ინფორმაცია პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge ან ეწვიეთ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი დაფუძნდა 2019 წელს და ფუნქციონირებას აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ბაზაზე, რომელიც კახეთის რეგიონში 2008 წლიდან აქტიურად მუშაობდა სამი მიმართულებით: ბავშვთა ადრეული განათლება, ბავშვთა დაცვა და მოზარდების და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა თემის, მუნიციპალურ და რეგიონის დონეზე.

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1996 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე მიმართული ქმედითი პროგრამების დანერგვით. ორგანიზაცია პროექტებს ახორციელებს თბილისში, ასევე, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: tamar.kipiani@sos-kd.ge 2021 წლის 14 იანვრამდე.