ბუღალტერი

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 07.11.2020

 
ბუღალტერი
 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
 
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
 
საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროგრამის საფინანსო და ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება. ბუღალტერი ანგარიშვალდებულია თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის მთავარი ბუღალტრის წინაშე.
 
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ბუღალტრული საქმიანობის წარმოება ადგილობრივი კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შიდა მოთხოვნების შესაბამისად:
    • საბუღალტრო აღრიცხვა დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;
    • საბანკო ოპერაციების წარმოება;
    • საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) მიიღება და დაარქივება.
  • პირველადი დოკუმენტების იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა;
  • ორგანიზაციის  საბუღალტრო პროგრამაში მუშაობა;
  • ძირითადი საშუალებების ყოველწლიური ინვენტარიზაციის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება; პროგრამის სერვისებში აღწერილი ინვენტარის საბუღალტრო პროგრამასთან თანხვედრაში მოყვანა;
  • საავანსო ანგარიშგების წარმოება;
  • მნიშვნელოვანი შესყიდვებისთვის სატენდერო პროცედურების შესაბამისად ტენდერის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.
 

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში
  • ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
  • ანგარიშების მომზადების გამოცდილება
  • MS Excel-ის ცოდნა
  • დეტალებზე კონცენტრირების უნარი
  • აკურატულობა და დროის სწორი მართვა
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge  2020 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
 
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge