ჩამნაცვლებელი აღმზრდელები

ადგილმდებარეობა : იმერეთი

ბოლო ვადა : 21.07.2020

 
                         
ჩამნაცვლებელი აღმზრდელები
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: შაბათი-კვირა, 24 საათიანი მორიგეობა
 
 ძირითადი ფუნქციები და მოვალებები
 
  • უზრუნველყოს თბილი ოჯახური გარემოს შექმნა და ხელი შეუწყოს ბავშვებში ღირსების, საკუთარი და სხვების პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბებას;
  • უზრუნველყოს ბავშვებთან ინდივიდუალური აღმზრდელობით საუბრებისათვის შესაბამისი დროის გამოყოფა და გაგებით მოეკიდოს ბავშვების პრობლემებსა და ხშირ შემთხვევებში მათ აღზრდასთან დაკავშირებულ სირთულეებს;
  • ხელი შეუწყოს ბავშვებში სოციალური, ცხოვრებისეული, შრომითი და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • ხელი შეუწყოს ბავშვის  სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას;
  • შესაძლებლობისამებრ, დაეხმაროს ბავშვებს სწავლის პროცესში და წაახალისოს ისინი მათი მიღწევებისა და წარმატებებისთვის;
  • ძირითადი აღმზრდელი (დედობილი/მამობილი) შეცვალოს შვებულებისა და დასვენების (შაბათ-კვირა)დღეებში, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს და შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში სრულად შეასრულოს  ძირითად აღმზრდელის (დედობილი/ მამობილი)  მოვალეობა;
  • ძირითადი აღმზრდელის (დედობილი/ მამობილი) შეცვლისას შეასრულოს ოჯახში  ძირითადი აღმზრდელის (დედობილი/ მამობილი)  დავალებები, ოჯახში განსაზღვრული წესების გათვალისწინებით.
 
მოთხოვნები:
წყვილი, რომელიც იმყოფება ოფიციალურ ქორწინებაში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა;
  • მცირე საოჯახო სახლში ცხოვრების მზაობა გრძელვადიანი პერსპექტივით;
  • ცვლაში მუშაობის მზაობა;
  • ბავშვებთან თანაცხოვრების მოტივაცია; მათი ინდივიდუალური თავისებურებებისა და გამოცდილების გათვალისწინება და ადეკვატური ზრუნვა;
  • ბავშვების/მოზარდების ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • ბავშვის ქცევითი სირთულეების მართვის მზაობა - რთული ქცევის გამოვლენის უნარი და პოზიტიური აღზრდის მეთოდების გამოყენება; სტაბილური ურთიერთობების დამყარება და პოზიტიური და თბილი ატმოსფეროს შექმნა;
  • ბავშვთა უფლებების დაცვა და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა - ბავშვთა უფლებების გააზრება და დაცვა; ბავშვებთან/მოზარდებთან ჯანსაღი, პატივსაცემი და ტოლერანტული ურთიერთობების დამყარების უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი და სიმშვიდის შენარჩუნება;
  • ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი; შეცდომების კონსტრუქციული მართვა; უკუკავშირის გაცემა და მიღება; კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
  • ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება;
  • მზაობა თვითგანვითარებისთვის;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და ღირებულებების გაზიარება.
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი სამუშაო პირობები
  • ცვლაში მორიგეობა,ძირითადი სამუშაო შაბათ-კვირას, ღამის და დასვენების დღეების ჩათვლით.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge  ან წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახვევი№3, ქუთაისის SOS ბავშვთა სოფელი,  2020 წლის 21 ივლისის  ჩათვლით. გთხოვთ,  სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
 
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით