დასაქმების კონსულტანტი (ოზურგეთი)

ადგილმდებარეობა : გურია

ბოლო ვადა : 14.01.2021

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და კახეთის განვითარების ცენტრი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთესად დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

დასაქმების კონსულტანტი

სამუშაო ადგილი:

** თელავის მუნიციპალიტეტი: 1 ვაკანტური ადგილი
** ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 1 ვაკანტური ადგილი

სამუშაო დატვირთვა: არასრული განაკვეთი - სრული განაკვეთის 50%

პროექტის ხანგრძლივობა: პროექტი განხორციელდება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" მიზანია თემში მცხოვრები სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერება ბავშვთა დაცვის სტრუქტურების ეფექტურობის გაზრდით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარი ოჯახების დახმარება დასაქმებასა და თვითდასაქმებაში. დასაქმების კონსულტანტი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია პროექტის კოორდინატორის წინაშე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შეისწავლოს დასაქმების ბაზარი და გამოკვეთოს მოთხოვნადი პროფესიები, რომელთა შესწავლა გააუმჯობესებს ბენეფიციართა დასაქმების შესაძლებლობებს
** განსაზღვროს და შეაფასოს ბენეფიციართა შესაძლებლობები მათი განათლების, კვალიფიკაციისა და უკვე არსებული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით
** ბენეფიციარებს შეასწავლოს CV-ის/ავტობიოგრაფიის, სამოტივაციო წერილის შედგენისა და ინტერვიუს დროს თავის წარდგენის უნარ-ჩვევები
** პროექტის ბენეფიციარებს გაუწიოს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები
** დასაქმების საკითხებზე ბენეფიციარებს ჩაუტაროს სხვადასხვა სახის ტრენინგები
** ხელი შეუწყოს ბენეფიციარებს თვითდასაქმებისა და მცირე ბიზნესის განვითარების საკითხებში
** ითანამშრომლოს სხვადასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებთან, პროფესიული სწავლების ცენტრებთან და კერძო სექტორთან, ბენეფიციართა დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის მიზნით
** მოიძიოს გამოცხადებული ვაკანსიები და უშუამდგომლოს ბენეფიციარებს დამსაქმებლებთან
** მედიის საშუალებით დაეხმაროს ბენეფიციარებს სხვადასხვა განცხადების გამოქვეყნებაში
** მუდმივად მოიძიოს/მიიღოს ინფორმაცია დასაქმების კუთხით არსებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ
** ბენეფიციარი ოჯახების მონაწილეობით, სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება
** უზრუნველყოს სამომავლო სამუშო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება
** პროექტის ფარგლებში მიწოდებული გადამზადების კურსების გავლა და პროფესიული სუპერვიზიის შეხვედრებში მონაწილეობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის და/ან ეკონომიკის სფეროში
** დასაქმების კუთხით, ოჯახებთან მუშაობის სასურველია მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება (აკადემიური სწავლების პერიოდში მიღებული პრაქტიკა ჩაითვლება გამოცდილებად)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები.

ინფორმაცია პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge ან ეწვიეთ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი დაფუძნდა 2019 წელს და ფუნქციონირებას აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ბაზაზე, რომელიც კახეთის რეგიონში 2008 წლიდან აქტიურად მუშაობდა სამი მიმართულებით: ბავშვთა ადრეული განათლება, ბავშვთა დაცვა და მოზარდების და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა თემის, მუნიციპალურ და რეგიონის დონეზე.

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1996 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე მიმართული ქმედითი პროგრამების დანერგვით. ორგანიზაცია პროექტებს ახორციელებს თბილისში, ასევე, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: tamar.kipiani@sos-kd.ge 2021 წლის 14 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "დასაქმების კონსულტანტი".