ძირითადი აღმზრდელი პირები: დედობილი, მამობილი

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 30.06.2022


სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი აღმზრდელის (დედობილის და მამობილის) მოვალეობაა ოჯახში შექმნას თბილი, სიყვარულით სავსე ატმოსფერო და იზრუნოს ბავშვებზე იმისათვის, რომ ისინი ოჯახისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. შესაბამისად, ძირითადი აღმზრდელი მონაწილეობას იღებს ბავშვების ინდივიდუალური განვითარების გეგმების წარმოებაში, რათა დროულად დაეხმაროს მათ ცოდნის მიღებაში, ხელი შეუწყოს ბავშვების სოციალური უნარების განვითარებასა და მათ მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
 
 ძირითადი ფუნქციები და მოვალებები
  • ბავშვებისათვის თბილი და მოსიყვარულე ოჯახური გარემოს შექმნა;
  • მათ პასუხისმგებლობაში არსებული ოჯახის (მცირე საოჯახო ტიპის სახლი) მეურნეობის გაძღოლა;
  • ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით;
  • თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების სწორად განსაზღვრა მათი სურვილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, აქტიური მონაწილეობა ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შექმნაში მონაწილე სხვა სპეციალისტებთან ერთად (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და ა.შ.);
  • ბავშვების  ეტაპობრივად მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
  • მჭიდრო კავშირების დამყარება თემთან და მონაწილეობის მიღება თემის ცხოვრებაში.
 
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა;
  • მცირე საოჯახო სახლში ცხოვრების მზაობა გრძელვადიანი პერსპექტივით;
  • ცვლაში მუშაობის მზაობა;
  • ბავშვებთან თანაცხოვრების მოტივაცია; მათი ინდივიდუალური თავისებურებებისა და გამოცდილების გათვალისწინება და ადეკვატური ზრუნვა;
  • ბავშვების/მოზარდების ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • ბავშვის ქცევითი სირთულეების მართვის მზაობა - რთული ქცევის გამოვლენის უნარი და პოზიტიური აღზრდის მეთოდების გამოყენება; სტაბილური ურთიერთობების დამყარება და პოზიტიური და თბილი ატმოსფეროს შექმნა;
  • ბავშვთა უფლებების დაცვა და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა - ბავშვთა უფლებების გააზრება და დაცვა; ბავშვებთან/მოზარდებთან ჯანსაღი, პატივსაცემი და ტოლერანტული ურთიერთობების დამყარების უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი და სიმშვიდის შენარჩუნება;
  • ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი; შეცდომების კონსტრუქციული მართვა; უკუკავშირის გაცემა და მიღება; კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
  • ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება;
  • მზაობა თვითგანვითარებისთვის;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და ღირებულებების გაზიარება.
 
 
ოჯახური მდგომარეობა
  • წყვილი უნდა იმყოფებოდეს ოფიციალურ ქორწინებაში მინიმუმ სამი წლის განმავლობაში;
  • წყვილს შეიძლება ჰყავდეს საკუთარი ბიოლოგიური შვილები, რომლებსაც შეეძლებათ მშობლებთან ერთად ცხოვრება მცირე საოჯახო ტიპის სახლში.
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
  • სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი სამუშაო პირობები
  • წყვილი ცხოვრობს მცირე საოჯახო ტიპის სახლში და სარგებლოს კვირაში ერთი დასვენების დღით.
  • ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას თითოეულ აღმზრდელს ყოველთვიურად გადაუხადოს ხელფასი და სრულად დაფაროს მცირე საოჯახო ტიპის სახლში ყოფნის პერიოდში აღმზრდელების კვების და კომუნალური ხარჯები;
  • აღმზრდელები ისარგებლებენ შემდეგი სახის ბენეფიტებით: სამედიცინო და საპენსიო დაზღვევა, შვებულება 41 კალენდარული დღის ოდენობით, ტელეფონის ლიმიტი და სხვა.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:  ალ. ყაზბეგის 11ა ტელ: 2204283.  გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
 
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge