ძირითადი აღმზრდელის დახმარე (ოჯახის ასისტენტი)

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 24.07.2020


პოზიცია: ძირითადი აღმზრდელის დახმარე (ოჯახის ასისტენტი)
სამუშაო ადგილი: თბილისი
ოჯახის ასისენტის მოვალეობაა ძირითად აღმზრდელთან ერთად ოჯახში შექმნას თბილი, სიყვარულით სავსე ატმოსფერო და იზრუნოს ბავშვებზე, რათა ისინი ოჯახისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. ოჯახის ასისტენტი ეხმარება ძირითად აღმზრდელს ბავშვების აღზრდასა და მათ სწავლებაში, ასევე საოჯახო საქმიანობის გაძღოლაში.
 
 
 
 ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
 
  • უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით ძირითად აღმზრდელთან ერთად;
  • შექმნას ბავშვებისათვის თბილი და მოსიყვარულე ოჯახური გარემო;
  • შეცვალოს ძირითადი აღმზრდელები მათი არყოფნის დროს. მათ შორის  შვებულებისა და დასვენების დღეებში, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს და შესაბამისად, სრულად შეასრულოს  ძირითად აღმზრდელების  მოვალეობა;
  • დაეხმაროს ძირითად აღმზრდელს საოჯახო საქმიანობის გაძღოლაში;
  • ძირითადი აღმზრდელის შეცვლის შემთხვევაში შეასრულოს ოჯახში ძირითადი აღმზრდელის დავალებები, ოჯახის შესაბამისი პრინციპებისა და ტრადიციების გათვალისწინებით;
  • უზრუნველყოს მუშაობა ეროვნული და SOS-ის სტანდარტების, ასევე, სხვა სამუშაო დოკუმენტების შესაბამისად (“ხარისხი ბავშვებისათვის”, ბავშვთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი და ა.შ).
  • იზრუნოს თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის ფარგლებში, მოწვეული სტუმრების მიღებაზე.
 
მოთხოვნები:
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა;
  • ცვლაში მუშაობის მზაობა;
  • ბავშვებთან თანაცხოვრების მოტივაცია; მათი ინდივიდუალური თავისებურებებისა და გამოცდილების გათვალისწინება და ადეკვატური ზრუნვა;
  • ბავშვების/მოზარდების ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • ბავშვის ქცევითი სირთულეების მართვის მზაობა - რთული ქცევის გამოვლენის უნარი და პოზიტიური აღზრდის მეთოდების გამოყენება; სტაბილური ურთიერთობების დამყარება და პოზიტიური და თბილი ატმოსფეროს შექმნა;
  • ბავშვთა უფლებების დაცვა და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა - ბავშვთა უფლებების გააზრება და დაცვა; ბავშვებთან/მოზარდებთან ჯანსაღი, პატივსაცემი და ტოლერანტული ურთიერთობების დამყარების უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი და სიმშვიდის შენარჩუნება;
  • ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი; შეცდომების კონსტრუქციული მართვა; უკუკავშირის გაცემა და მიღება; კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
  • ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება;
  • მზაობა თვითგანვითარებისთვის;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და ღირებულებების გაზიარება.
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი სამუშაო პირობები
  • ოჯახის ასისტენტი ცვლის ძირითად აღმზრდელს (ღამისთევით)  დასვენებისა და შვებულების დღეებში.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge  2020 წლის 24 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ,  სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge