ფიზიკური თერაპევტი

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 25.02.2020

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
საქმიანობის ძირითადი მიზანი: დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის სხვადასხვა დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების მხარდაჭერა, ფიზიკური განვითარების და სხვა ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

სამუშაო დატვირთვა და ვაკანტური ადგილების რაოდენობა:

** სრული განაკვეთი
** 2 ვაკანტური ადგილი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ბავშვისა და ოჯახის შეფასება
** ბენეფიციარების ოჯახებში ვიზიტების განხორციელება
** ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება
** მუშაობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა
** პროგრამის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად მუშაობა
** მიმდინარე, ისე დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა
** მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება
** შენიშვნა: შერჩევის შემდეგ მოხდება კანდიდატების გადამზადება ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტებად.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ფიზიკური თერაპიის მიმართულებით
** ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებას)
** საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის ტრენინგის გავლის მზაობა
** ბავშვის განვითარების კანონზომიერებებისა და ეტაპების ცოდნა;
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

გთხოვთ იხილოთ დამატებით საჭირო ინფორმაცია ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=257720

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2020 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.