ფსიქოლოგი (თელავი)

ადგილმდებარეობა : კახეთი

ბოლო ვადა : 14.01.2021

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და კახეთის განვითარების ცენტრი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთესად დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

ფსიქოლოგი

სამუშაო ადგილი:

** თელავის მუნიციპალიტეტი: 1 ვაკანტური ადგილი
** ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 1 ვაკანტური ადგილი

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (100%)
პროექტის ხანგრძლივობა: პროექტი განხორციელდება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" მიზანია თემში მცხოვრები სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერება ბავშვთა დაცვის სტრუქტურების ეფექტურობის გაზრდით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: ფსიქოლოგიური ინტერვენციის გზით, პროექტის სამიზნე ჯგუფის (ბავშვები და მათი მშობლები) რეაბილიტაცია, ფსიქო-განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა. პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია პროექტის კოორდინატორის წინაშე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** თითოეული ბენეფიციარის ფსიქოდიაგნოსტიკა და ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა;
** ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარიებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;
** ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, მოზარდებში და ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროებათ ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;
** ბავშვის პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშებისა (ნებელობითი, კოგნიტური, ემოციების, კომუნიკაციების) და სარელაქსაციო აქტივობების ჩატარება; საჭიროებისამებრ, ბავშვებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
** ფსიქოლოგის გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მშობლებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
** განსაკუთრებული შემთხვევებისას, ოჯახებში ვიზიტების განხორციელება;
** ბენეფიციართან მუშაობის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება;
** პროექტის ფარგლებში მიწოდებული გადამზადების კურსების გავლა და პროფესიული სუპერვიზიის შეხვედრებში მონაწილეობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
** ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება (აკადემიური სწავლების პერიოდში მიღებული პრაქტიკა ჩაითვლება გამოცდილებად)
** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
** პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები

ინფორმაცია პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი დაფუძნდა 2019 წელს და ფუნქციონირებას აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ბაზაზე, რომელიც კახეთის რეგიონში 2008 წლიდან აქტიურად მუშაობდა სამი მიმართულებით: ბავშვთა ადრეული განათლება, ბავშვთა დაცვა და მოზარდების და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა თემის, მუნიციპალურ და რეგიონის დონეზე.

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1996 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე მიმართული ქმედითი პროგრამების დანერგვით. ორგანიზაცია პროექტებს ახორციელებს თბილისში, ასევე, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: tamar.kipiani@sos-kd.ge 2021 წლის 14 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ფსიქოლოგი".