ფსიქოლოგი

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 25.02.2020

 

სამუშაო ადგილი: წალენჯიხა 

სამუშაო დატვირთვა: თვეში 8 ვიზიტი 

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2  

 ძირითადი ფუნქციები და მოვალებები: 

  • უზრუნველყოს ბენეფიციარების ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; 

  • უზრუნველყოს ფსიქოლოგიური საჭიროებების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში შესაბამისი ღონისძიებების ასახვა და შესრულების მონიტორინგი; 

  • უზრუნველყოს აღმზრდელების მხარდაჭერა ინდივიდუალური მომსახურების გეგმების შედგენისა და განხორციელების პროცესში; 

  • უზრუნველყოს საჭიროების მიხედვით, ბენეფიციარ ბავშვებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება; 

  • უზრუნველყოს ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროება ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;  

  • უზრუნველყოს აღმზრდელებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ჩატარება (განსაკუთრებულად რთული შემთხვევების გამოკვეთისას, უზრუნველყოს კომპეტენტურ ფსიქო-თერაპევტთან გადამისამართება); 

  • უზრუნველყოს აღმზრდელებთან ერთად შემთხვევების განხილვა; 

  • უზრუნველყოს სხვადასხვა ღონისძიების (შემეცნებითი და გასართობი) დაგეგმვა და ორგანიზება, ბენეფიციარების აქტიური ჩართულობით, რომელშიც ბავშვთან ერთად შეძლებისდაგვარად აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის წევრები; 

  • ხელი შეუწყოს ბენეფიციარების ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღებას; 

  • უზრუნველყოს შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი მცირე საოჯახო ტიპის სახლების პროექტის კოორდინატორისთვის მიწოდება მოთხოვნილი წესითა და სიხშირით. 

 

 

 

მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიური და/ან სოციალური მეცნიერების დარგში 

  • ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება  

  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა 

  • წერითი უნარ-ჩვევები  

  • ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი 

  • ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი 

  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი  

  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა 

  • მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ 

  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში 

  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი 

  • გუნდური მუშაობის უნარი 

  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება 

 

ჩვენ გთავაზობთ: 

  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას; 

  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას; 

  • კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს; 

  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას; 

  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას. 


    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2020 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.