ფსიქოლოგი

ადგილმდებარეობა : სამეგრელო-ზემო სვანეთი

ბოლო ვადა : 22.06.2020

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ეს-ო-ეს ავსტრიის დაფინანსებით  განხორციელებული პროექტის  „ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ოჯახების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში, აცხადებს  შემდეგ ვაკანსიას:

პროექტის ფსიქოლოგი
სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი
სამუშაო დატვირთვასრული განაკვეთი 


საქმიანობის ძირითადი მიზანი: ფსიქოლოგიური ინტერვენციის გზით, პროექტის ბენეფიციარების (ბავშვები და მათი მშობლები) რეაბილიტაცია, ფსიქო-განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.
 
ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:
  • თითოეული ბენეფიციარის ფსიქოდიაგნისტიკა და ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა;
  • ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
  • ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარიებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;
  • ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, მოზარდებში და ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროებათ ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;
  • ბავშვის პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშებისა (ნებელობითი, კოგნიტური, ემოციების, კომუნიკაციების) და სარელაქსაციო აქტივობების ჩატარება; საჭიროებისამებრ, ბავშვებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
  • ფსიქოლოგის გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მშობლებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
  • განსაკუთრებული შემთხვევებისას, ოჯახებში ვიზიტების განხორციელება;
  • ბენეფიციართან მუშაობის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა,  შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება.
 
სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
  • ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
  • ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
  • ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
  • წერითი უნარ-ჩვევები
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge  2020 წლის 22 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
 
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge