მცირე საოჯახო სახლების სარეზერვო აღმზრდელი

ადგილმდებარეობა :

ბოლო ვადა : 23.04.2020


მცირე საოჯახო სახლების სარეზერვო აღმზრდელი
 
სამუშაო ადგილი: მცირე საოჯახო სახლები დასავლეთ საქართველოს შემდეგ რეგიონებში:
ქუთაისი
ხონი
ზესტაფონი
წალენჯიხა
საჩხერე
ამბროლაური
 
შენიშვნა: მცირე საოჯახი სახლების სარეზერვო აღმზრდელები შეასრულებენ დასაქმებული აღმზრდელების ფუნქციებს მათი არყოფნის დროს.
 
 ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
  • გაუძღვეს მის პასუხისმგებლობაში არსებული ოჯახის (მცირე საოჯახო ტიპის სახლი) საქმიანობას;
  • უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით;
  • შეასრულოს საჭირო საოჯახო-სამეურნეო სამუშაო;
  • ასწავლოს ბავშვებს პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი ცხოვრებაზე და ეტაპობრივად მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
  • უზრუნველყოს მასზე მინდობილი ბავშვების აღზრდა-განათლება და მათი კეთილდღეობა;
  • მჭიდრო კავშირები დაამყაროს ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის წევრებთან, თემთან და მონაწილეობა მიიღოს თემის ცხოვრებაში;
  • შეცვალოს ჩამნაცვლებელი აღმზრდელი (ბიძა/დეიდა) მათი შვებულებისა და/ან საგანგებო სიტუაციების დროს.
  • იზრუნოს მაქსიმუმ 8 სხვადასხვა ასაკისა და სქესის ბავშვზე, მიუხედავად მათი  სქესისა, ეთნიკურობისა (ეროვნებისა), რელიგიისა, პოლიტიკური და სექსუალური ორიენტაციისა.
მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
  • ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
  • ურთიერთობების დამყარების უნარი;
  • მზაობა თვითგანვითარებისთვის;
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი სამუშაო პირობები
  • არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, ცვლაში მორიგეობა ღამის და დასვენების დღეების ჩათვლით.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV  ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge  გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
 
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge