მცირე საოჯახო სახლის აღმზრდელი
ადგილმდებარეობა :
ბოლო ვადა : 30.11.-0001
მცირე საოჯახო სახლის აღმზრდელი
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო გრაფიკი: ცვლაში მორიგეობა
საქმიანობის ძირითადი მიზანი:
აღმზრდელის საქმიანობის მთავარი მიზანია, რომ ბავშვები/ახალგაზრდები მომსახურებიდან გავიდნენ ისე, რომ მათ გააჩნდეთ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, ცოდნა და გამოცდილება. აღმზრდელის მოვალეობაა მომსახურებაში შექმნას თბილი, სიყვარულით სავსე გარემო და იზრუნოს ბავშვებზე, უზრუნველყონ ბავშვების ჯანსაღი ფიზიკური, შემეცნებითი, ფსიქოლოგიური და ემოციური განვითარება. აღმზრდელი პასუხისმგებელია მცირე საოჯახო სახლში მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების აღზრდა-განვითარებაზე, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სოციალიზაციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალებები
- შექმნას ბავშვებისათვის თბილი და სიყვარულით სავსე ოჯახური გარემო;
- უზრუნველყოს მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რომელიც თავის მხრივ შესაძლებელია მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებითა და თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილებით;
- ასწავლოს ბავშვ(ებ)ს საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება და ეტაპობრივად მოამზადოს ის(ინი) დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
- იზრუნოს სხვადასხვა ასაკის ბავშვზე, მიუხედავად მათი სქესისა, ეროვნებისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სექსუალური ორიენტაციისა;
- მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ოჯახში ახლადმიღებული ბავშვის უმტკივნეულოდ ადაპტაციისა და თემში ბავშვის ინტეგრაციის პროცესს; გარდა ამისა, გაგებით მოეკიდოს ადაპტაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს;
- მოამზადოს ოჯახში ახალი ბავშვის მისაღებად შესაბამისი გარემო; უზრუნველყოს ბავშვი ყველა აუცილებელი ნივთით; აღნიშნოს ბავშვის მიღება, რომელიც გულისხმობს პატარა დღესასწაულის ორგანიზებას ოჯახში;
- იზრუნოს საკვები პროდუქტების შესყიდვა-მომარაგებაზე და ბავშვების ჯანსაღი და მდიდარი რაციონის მქონე საკვების მომზადებაზე (ოთხჯერადი კვება); გარდა ამისა, სამეურნეო ნივთებისა და ტანსაცმლის ყიდვაზე.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა;
- მცირე საოჯახო სახლში ცხოვრების მზაობა გრძელვადიანი პერსპექტივით;
- ცვლაში მუშაობის მზაობა;
- ბავშვებთან თანაცხოვრების მოტივაცია; მათი ინდივიდუალური თავისებურებებისა და გამოცდილების გათვალისწინება და ადეკვატური ზრუნვა;
- ბავშვების/მოზარდების ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
- ბავშვის ქცევითი სირთულეების მართვის მზაობა - რთული ქცევის გამოვლენის უნარი და პოზიტიური აღზრდის მეთოდების გამოყენება; სტაბილური ურთიერთობების დამყარება და პოზიტიური და თბილი ატმოსფეროს შექმნა;
- ბავშვთა უფლებების დაცვა და პრაქტიკაში განხორციელების ხელშეწყობა - ბავშვთა უფლებების გააზრება და დაცვა; ბავშვებთან/მოზარდებთან ჯანსაღი, პატივსაცემი და ტოლერანტული ურთიერთობების დამყარების უნარი;
- კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი და სიმშვიდის შენარჩუნება;
- ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი; შეცდომების კონსტრუქციული მართვა; უკუკავშირის გაცემა და მიღება; კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
- ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება;
- მზაობა თვითგანვითარებისთვის;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და ღირებულებების გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
- მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
- ცვლაში მორიგეობა შაბათ-კვირის და დასვენების დღეების ჩათვლით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge ან წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახვევი№3, ქუთაისის SOS ბავშვთა სოფელი, 2021 წლის 23 მარტის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge |