მცირე საოჯახო სახლის ძირითადი აღმზრდელები (დედობილი და მამობილი) სამუშაო ადგილი: ზესტაფონი

ადგილმდებარეობა : იმერეთი

ბოლო ვადა : 01.11.2019

მცირე საოჯახო სახლის  ძირითადი აღმზრდელები (დედობილი და მამობილი)

სამუშაო ადგილი: ზესტაფონი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
  • გაუძღვეს მის პასუხისმგებლობაში არსებული ოჯახის (მცირე საოჯახო ტიპის სახლი) მეურნეობას;
  • უზრუნველყოს ბავშვის კეთილდღეობა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით;
  • შეასრულოს საჭირო საოჯახო-სამეურნეო სამუშაო;
  • ასწავლოს ბავშვებს პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი ცხოვრებაზე და ეტაპობრივად მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
  • უზრუნველყოს მასზე მინდობილი ბავშვების აღზრდა-განათლება და მათი კეთილდღეობა;
  • მჭიდრო კავშირები დაამყაროს ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის წევრებთან, თემთან და მონაწილეობა მიიღოს თემის ცხოვრებაში;
  • შეცვალოს ჩამნაცვლებელი აღმზრდელი (ბიძა/დეიდა) მათი შვებულებისა და/ან საგანგებო სიტუაციების დროს.
  • იზრუნოს მაქსიმუმ 8 სხვადასხვა ასაკისა და სქესის ბავშვზე, მიუხედავად მათი  სქესისა, ეთნიკურობისა (ეროვნებისა), რელიგიისა, პოლიტიკური და სექსუალური ორიენტაციისა.
მოთხოვნები:
წყვილი, რომელიც იმყოფება ოფიციალურ ქორწინებაში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია);
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
  • ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
  • ურთიერთობების დამყარების უნარი;
  • მზაობა თვითგანვითარებისთვის;
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი სამუშაო პირობები
  • ცვლაში მორიგეობა,ძირითადი სამუშაო ორშაბათი-პარასკევი, ღამის და დასვენების დღეების ჩათვლით.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) 1 ნოემბრის ჩათვლით ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge  ან წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე - ქუთაისი, ახალგაზრდობის შესახვევი№3, ქუთაისის SOS ბავშვთა სოფელი; გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.