მოძრავი და უძრავი ქონების საშემფასებლო მომსახურების შესყიდვა

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 28.07.2020


ასოციაცია „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის“ ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების გადაფასება.
 
  • ალდებულო მოთხოვნები
კონკურსში მონაწილე კომპანიებმა ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:
  • უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი.
  • ზოგადი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, ასევე გამოცდილების დეტალური აღწერა, განსაკუთრებით  დიდი მოცულობის მოძრავი და უძრავი ქონების მქონე კომპანიებსა და ორგანიზაციებში ჩატარებული საშემფასებლო საქმიანობის კუთხით;
  • საშემფასებლო პროცესში მონაწილე თანამშრომელთა სია, მათი გამოცდილება და კვალიფიკაციები (CV);
  • მინიმუმ 3 სარეკომენდაციო წერილი (რეკომენდატორის საკონტაქტო ტელეფონის ნომრის მითითებით)  იმ კომპანიებიდან/ორგანიზაციებიდან, სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში  ჩაგიტარებიათ საშემფასებლო საქმიანობა.  
  • რეკვიზიტები - კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული და ფაქტიური მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები, საკონტაქტო პირი.
  • წარმოდგენილი ფასი მოცემული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და მოიცავდეს მომსახურების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
 
მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
  • მოძრავი და უძრავი ქონების საშემფასებლო მომსახურების მოთხოვნები იხილეთ თანდართულ ფაილში.
 
მომსახურების გაწევის ვადები: სექტემბერი - ოქტომბერი, 2020 წელი (შენიშვნა: მომსახურების გაწევის ვადები დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმებისას).  
 
სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2020 წლის 28 ივლისი,   12:00 საათი.
 
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზ. 11ა, თბილისი, ტელ: 220 42 83/შიდა 110 ან 111.
 
დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც „უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება“, ისე კომპანიის სახელწოდება.
 
სატენდერო დოკუმენტაციის წარმოდგენა დასაშვებია ასევე ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: contact@sos-kd.ge. სათაურად/subject-ში მიუთითოთ „უძრავი და მოძრავი ქონების შეფასება“.
 
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ პირს/ორგანიზაციას,  რომელიც დააკმაყოფილებს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
 
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობოორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
 
 საჭირო ინფორმაცია: 

შემფასებელმა უნდა შეასრულოს შემდეგი საშემფასებლო მომსახურება:
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
 
მოძრავი და უძრავი ქონების შეფასების მიზანია აღნიშნულ საქმიანობაში გამოყენებული ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების გადაფასება. კერძოდ:
დასახელება ადგილმდებარეობა ერთეულის  რაოდენობა შენიშვნა
მიწა ქუთაისი 2  
მიწა თბილისი 2  
შენობა-ნაგებობა თბილისი 22 აქედან 12 იდენტური შენობა-ნაგებობა ერთ ლოკაციაზე, ერთიდაიგივე თარიღში აშენებული
შენობა-ნაგებობა ქუთაისი 19 აქედან 12 იდენტური შენობა-ნაგებობა ერთ ლოკაციაზე, ერთიდაიგივე თარიღში აშენებული
მოძრავი ქონება, კერძოდ ტექნიკური აღჭურვილობა თბილისი 816 დაახლოებით 70%-80% მთლიანი რაოდენობიდან არის იდენტური ტექნიკა ერთიდაიგივე თარიღში შეძენილი
მოძრავი ქონება, კერძოდ ტექნიკური აღჭურვილობა ქუთაისი 530 დაახლოებით 70%-80% მთლიანი რაოდენობიდან არის იდენტური ტექნიკა ერთიდაიგივე თარიღში შეძენილი
მოძრავი ქონება, კერძოდ ავეჯი თბილისი 1834 დაახლოებით 70%-80% მთლიანი რაოდენობიდან არის იდენტური ავეჯი ერთიდაიგივე დროს შეძენილი
მოძრავი ქონება, კერძოდ ავეჯი ქუთაისი 1486 დაახლოებით 70%-80% მთლიანი რაოდენობიდან არის იდენტური ავეჯი ერთიდაიგივე თარიღში შეძენილი
მოძრავი ქონება, კერძოდ სატრანსპორტო საშუალებები თბილისი 6  
მოძრავი ქონება, კერძოდ სატრანსპორტო საშუალებები ქუთაისი 4  
 
შენიშვნა:
  • ზემოთ ჩამოთვლილი სიიდან თბილისის ლოკაციაზე არსებული მიწის (1 ერთეული მიწის ნაკვეთი) და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების (18 ერთეული შენობა-ნაგებობა) საბაზრო ღირებულების დადგენა 2020 წლის 17 თებერვლის მდგომარეობით.
  • სიის დანარჩენი უძრავი და მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა გადაფასების თარიღისთვის.
  • მოცემული მოძრავი ქონების რაოდენობა შესაძლოა არაარსებითად დაზუსტდეს.
 
შემფასებელმა უნდა უზრუნველყოს უძრავი ქონების ძირითადი კომპონენტების (მიწა და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობების) საბაზრო ღირებულებების ცალ­ცალკე დადგენა.
 
შემფასებელმა უნდა წარადგინოს შეფასების დასკვნის პროექტი და მასთან დაკავშირებული ყველა დამხმარე ინფორმაცია და გაანგარიშება სრული ფორმატით (Microsoft Excel-ში გაანგარიშების ფორმულების და ელექტრონული ბმების ჩათვლით ასეთის არსებობის შემთხვევაში). შეფასების პროექტი დაექვემდებარება ორგანიზაციის მხრიდან მიმოხილვას. შემფასებლის მიერ საბოლოო დასკვნის წარმოდგენა და მომსახურების მიღება ჩაბარების დოკუმენტის გაფორმება მოხდება ორგანიზაციის მხრიდან შეფასების დასკვნის პროექტზე დასტურის გაცემის შემდეგ. შეფასების ანგარიში უნდა იყოს ქართულ ანაზე.
 
შეფასება უნდა განახორციელოს გამოცდილების მქონე კომპანიამ, რომელსაც ბოლო 1 წლის განმავლობაში დასაქმებული ჰყავს და ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში ეყოლება მინიმუმ:
  1. 1 (ერთი) უძრავი ქონების შემფასებელი, რომელსაც აქვთ შემფასებლის უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
  2. 3 (სამი) მოძრავი ქონების შემფასებელი, რომელთაც აქვს შემფასებლის უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.
 
ბოლო სამი წლის განმავლობაში შემფასებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების აქტივების (როგორც მოძრავი აგრეთვე უძრავი) ქონების შეფასების გამოცდილება.