ფსიქოლოგი

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 16.02.2021

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მომსახურების ფარგლებში, აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას:

ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:

· ბენეფიციარების ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;

· ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ჩატარება (განსაკუთრებულად რთული შემთხვევების გამოკვეთისას, უზრუნველყოს კომპეტენტურ ფსიქო-თერაპევტთან გადამისამართება);

· ფსიქოლოგიური საჭიროებების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში შესაბამისი ღონისძიებების ასახვა და შესრულების მონიტორინგი;

· ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროება ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;

· სხვადასხვა ღონისძიების (შემეცნებითი და გასართობი) დაგეგმვა და ორგანიზება, ბენეფიციარების აქტიური ჩართულობით;

· თავშესაფრის პერსონალისთვის ბავშის განვითარების შესახებ საინფორმაციო თემების მომზადება და ჩატარება;

· შემთხვევის განხილვასა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღება;

· ბავშვის განვითარების საჭროებების, ადამიანის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ მოკლე საინფორმაციო მასალების მომზადება ბენეფიციარებისთვის და თავშესაფრის პერსონალისთვის;

· ბენეფიციარ მშობელთან და ბავშვთან ერთობლივი სესიების ორგანიზება;

· შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.

 

 

 

მოთხოვნები:

· უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით

· ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება

· წერითი უნარ-ჩვევები

· ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი

· ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი

· ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი

· მოქნილობა და დამოუკიდებლობა

· მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ

· თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში

· დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

· გუნდური მუშაობის უნარი

· SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

 

ჩვენ გთავაზობთ:

· მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;

· მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;

· კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;

· პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;

· პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2021 წლის 16 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge