პროექტის ფსიქოლოგი

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 16.12.2019

პროექტის ფსიქოლოგი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დატვირთვა:ნახევარი განაკვეთი 

საქმიანობის ძირითადი მიზანი: ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირებისა და ინტერვენციის გზით, პროექტის ბენეფიციარი ბავშების და დედათა და ბავშთა თავშესაფრის ბავშებისა და მათი მშობლების რეაბილიტაცია, ფსიქო-განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ფსიქო-ემოციური და ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.
 
ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:
  • თითოეული ბენეფიციარის ფსიქოდიაგნისტიკა და ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა;
  • ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
  • ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარიებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;
  • ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, მოზარდებში და ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროებათ ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;
  • ბავშვის პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშებისა (ნებელობითი, კოგნიტური, ემოციების, კომუნიკაციების) და სარელაქსაციო აქტივობების ჩატარება; საჭიროებისამებრ, ბავშვებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
  • განსაკუთრებული შემთხვევებისას, ოჯახებში ვიზიტების განხორციელება;
  • ბენეფიციართან მუშაობის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა,  შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება.
 
სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
  • ბავშვებთან ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
  • ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
  • ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი
  • ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • წერითი უნარ-ჩვევები
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს
  • სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას
 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge  2019 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.