პროექტის ფსიქოლოგი

ადგილმდებარეობა : სამეგრელო-ზემო სვანეთი

ბოლო ვადა : 20.12.2019

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ეს-ო-ეს ავსტრიის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის "ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ოჯახების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: პროექტის ფსიქოლოგი

სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

საქმიანობის ძირითადი მიზანი: ფსიქოლოგიური ინტერვენციის გზით, პროექტის ბენეფიციარების (ბავშვები და მათი მშობლები) რეაბილიტაცია, ფსიქო-განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** თითოეული ბენეფიციარის ფსიქოდიაგნისტიკა და ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა;
** ​ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარიებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;
** ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, მოზარდებში და ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროებათ ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;
** ბავშვის პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშებისა (ნებელობითი, კოგნიტური, ემოციების, კომუნიკაციების) და სარელაქსაციო აქტივობების ჩატარება; საჭიროებისამებრ, ბავშვებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
** ფსიქოლოგის გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მშობლებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
** განსაკუთრებული შემთხვევებისას, ოჯახებში ვიზიტების განხორციელება;
** ​ბენეფიციართან მუშაობის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
** ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება
** წერითი უნარ-ჩვევები
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;

** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.