პროექტის კოორდინატორი (თელავი)

ადგილმდებარეობა : კახეთი

ბოლო ვადა : 14.01.2021

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და კახეთის განვითარების ცენტრი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთესად დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" ფარგლებში, აცხადებს ვაკანსიას. 

პროექტის კოორდინატორი

სამუშაო ადგილი:

თელავის მუნიციპალიტეტი: 1 ვაკანტური ადგილი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 1 ვაკანტური ადგილი

სამუშაო დატვირთვა: არასრული განაკვეთი - სრული განაკვეთის 50%

პროექტის ხანგრძლივობა: პროექტი განხორციელდება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" მიზანია თემში მცხოვრები სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერება ბავშვთა დაცვის სტრუქტურების ეფექტურობის გაზრდით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის მართვა, მონიტორინგი და შეფასება, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება, ანგარიშების მომზადება. პროექტის კოორდინატორი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია ადგილობრივი ორგანიზაციის დირექტორის წინაშე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის მართვა
** პროექტის მიზნების მიღწევა დადგენილი ინდიკატორების შესაბამისად
** პროექტის განხორციელების პროცესში ხარისხის უზრუნველყოფა/მართვა
** პროექტის ფარგლებში განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება დადგენილი ვადების გათვალისწინებით
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გადანაწილება და შესრულების მონიტორინგი
** ორგანიზაციის შესაბამის თანამშრომლებთან მჭიდრო ურთიერთობით, პროექტისა და ფინანსური რესურსების ადმინისტრირება
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა
** პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
** პროექტის აქტივობების მონიტორინგი და შეფასება
** პროექტის ბიუჯეტით გაწეული ხარჯების მონიტორინგი
** პროექტის მიმდინარეობასა და მიღწეულ შედეგებზე ანგარიშების მომზადება
** პროექტის ფარგლებში მიწოდებული გადამზადების კურსების გავლა და პროფესიული სუპერვიზიის შეხვედრებში მონაწილეობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დარგში (უპირატესობა მიენიჭება სოციალური მუშაობის აკადემიურ ხარისხს)
** სოციალურ კეთილდღეობის სფეროში (უპირატესობა მიენიჭება ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს გამოცდილებას), მენეჯმენტის კუთხით მუშაობის, სასურველია 1 წლიანი გამოცდილება.
** პროგრამის მართვის, მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა და გამოცდილება
** ფინანსური რესურსების ადმინისტრირების გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა
** ხელმძღვანელობისა და მართვის უნარი
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** ინფორმაციის ლოგიკურად და გასაგებად გადაცემის/წარდგენის შესაძლებლობა
** სტრესულ და კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

ინფორმაცია პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge ან ეწვიეთ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი დაფუძნდა 2019 წელს და ფუნქციონირებას აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ბაზაზე, რომელიც კახეთის რეგიონში 2008 წლიდან აქტიურად მუშაობდა სამი მიმართულებით: ბავშვთა ადრეული განათლება, ბავშვთა დაცვა და მოზარდების და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა თემის, მუნიციპალურ და რეგიონის დონეზე.

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1996 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე მიმართული ქმედითი პროგრამების დანერგვით. ორგანიზაცია პროექტებს ახორციელებს თბილისში, ასევე, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: tamar.kipiani@sos-kd.ge 2021 წლის 14 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "პროექტის კოორდინატორი".