სოციალური მუშაკი (თელავი)

ადგილმდებარეობა : კახეთი

ბოლო ვადა : 14.01.2021

სოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და კახეთის განვითარების ცენტრი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთესად დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

სოციალური მუშაკი

სამუშაო ადგილი:

** თელავის მუნიციპალიტეტი: 1 ვაკანტური ადგილი
** ოზურგეთის მუნიციპალიტეტი: 1 ვაკანტური ადგილი

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი (100%)
პროექტის ხანგრძლივობა: პროექტი განხორციელდება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის შესახებ ინფორმაცია:

პროექტის - "სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უკეთ დაკმაყოფილების მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების გაძლიერება კახეთისა და გურიის რეგიონებში" მიზანია თემში მცხოვრები სოციალურ-ეკონომიკურად მოწყვლადი ბავშვებისა და მათი ოჯახების გაძლიერება ბავშვთა დაცვის სტრუქტურების ეფექტურობის გაზრდით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათი შვილების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალური მუშაკი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია პროექტის კოორდინატორის წინაშე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემთხვევების მართვა;
** სამიზნე ჯგუფის ოჯახებში ვიზიტების განხორციელება;
** სამიზნე ჯგუფის ოჯახებისათვის რესურსების მოძიება და საჭირო რესურსებთან დაკავშირება;
** პროექტის სამიზნე ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია;
** სამიზნე ჯგუფებთან ინდივიდუალური და ჯგუფური სესიების მიწოდება;
** პროექტის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინარულ გუნდთან (სახელმწიფო სოციალური მუშაკ(ებ)ი, ფსიქოლოგი, დასაქმებისა და განათლების სპეციალისტები) თანამშრომლობითი მიდგომებით შემთხვევის მართვა;
** მიმდინარე, ისე დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა;
** მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება;
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა;
** პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან უფლებამოსილების ფარგლებში, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადება;
** პროექტის ფარგლებში მიწოდებული გადამზადების კურსების გავლა და პროფესიული სუპერვიზიის შეხვედრებში მონაწილეობა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ მეცნიერებებში (უპირატესობა მიენიჭება სოციალური სამუშაობის აკადემიურ ხარისხს);
** ბავშვებთან და ოჯახებთან სოციალური მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სოციალური მუშაობის აკადემიური ხარისხის პრაქტიკის პერიოდი ჩაითვლება გამოცდილებად);
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიული წერითი უნარ-ჩვევები;
** პროფესიული ეთიკისა და ღირებულებების დაცვა.

ინფორმაცია პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან ეწევა საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფი ბავშვებისა და მათი მშობლების, ასევე, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებების დაცვა, თემზე დაფუძნებული და ალტერნატიული მომსახურებების შეთავაზებით მათი სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესება.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge ან ეწვიეთ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SOSChildrensVillagesGeorgia

კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი დაფუძნდა 2019 წელს და ფუნქციონირებას აგრძელებს საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision კახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ბაზაზე, რომელიც კახეთის რეგიონში 2008 წლიდან აქტიურად მუშაობდა სამი მიმართულები: ბავშვთა ადრეული განათლება, ბავშვთა დაცვა და მოზარდების და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა თემის, მუნიციპალურ და რეგიონის დონეზე.

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 1996 წლიდან. ორგანიზაციის მიზანია სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე მიმართული ქმედითი პროგრამების დანერგვით. ორგანიზაცია პროექტებს ახორციელებს თბილისში, ასევე, გურიის, კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV ქართულ ენაზე, რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას შემდეგ ელ-ფოსტაზე: tamar.kipiani@sos-kd.ge 2021 წლის 14 იანვრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "სოციალური მუშაკი".