სოციალური მუშაკი

ადგილმდებარეობა : სამეგრელო-ზემო სვანეთი

ბოლო ვადა : 20.12.2019

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ეს-ო-ეს ავსტრიის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის "ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოწყვლადი ოჯახების ფსიქო-სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: სოციალური მუშაკი

სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

საქმიანობის ძირითადი მიზანი: სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათი ბავშვების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალური მუშაკი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია პროექტის კოორდინატორის წინაშე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** შემთხვევების მართვის (case management) წარმოება
** სამიზნე ჯგუფის ოჯახებში ვიზიტების განხორციელება
** სამიზნე ჯგუფის ოჯახებისათვის რესურსების მოძიება და საჭირო რესურსებთან დაკავშირება
** თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია
** პროექტის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინარულ გუნდთან (სახელმწიფო სოციალური მუშაკ(ებ)ი, ფსიქოლოგი, დასაქმებისა და განათლების სპეციალისტები) მუშაობა
** მიმდინარე, ისე დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა
** მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა
** პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან უფლებამოსილების ფარგლებში, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში
** ბავშვებთან და ოჯახებთან სოციალურ მუშაკად მუშაობის გამოცდილება
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2019 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.