თავშესაფრის მორიგე დიასახლისი

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 28.02.2020


თავშესაფრის მორიგე დიასახლისი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
საქმიანობის ძირითადი მიზანი: თბილისის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის მორიგე დიასახლისი ზედამხედველობას უწევს თავშესაფარში არსებული წესების (შინაგანაწესის) დაცვას, უზრუნველყოფს შინაგანაწესის მიხედვით ყოვედღიური საქმიანობის ორგანიზება-განხორციელებას, მეთვალყურეობას უწევს დაწესებულების მატერიალურ ფასეულობებს. ეხმარება ბენეფიციარ დედებს ბავშვების მოვლა-აღზრდის პროცესში.
 
სამუშაო დატვირთვა და ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
  • სრული განაკვეთი
  • 3 ვაკანტური ადგილი
 
ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:
 
  • თავშესაფრის შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;
  • ბენეფიციარებთან შეთანხმებით შესაძენი პროდუქტების, ჰიგიენური საშუალებებისა და ბენეფიციარებისთვის საჭირო სხვა ძირითადი მომხმარების ნივთების ნუსხის მომზადება და ლიდერისთვის მიწოდება;
  • ბენეფიციარებისთვის  საჭირო კვების პროდუქტების, საყოფაცხოვრებო და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა და აღრიცხვა;
  • დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარების კვების პროცესის ორგანიზება/ზედამეხდეველობა, ასევე, პროცესში ბენეფიციარების მხარდაჭერა.
  • ბავშვთა მოვლის საგნების ვარგისიანობისა და სისუფთავის ხარისხის კონტროლი; საკვები პროდუქტების შენახვის პირობების დაცვა და მონიტორინგი;
  • თავშესაფარში ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
  • საჭიროებისამებრ დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ბენეფიციარი დედების დახმარება ბავშვების აღზრდა–მოვლის პროცესში და გაუწის მათ მხარდაჭერა მშობლის უნარების განვითარებაში;
  • საჭიროებისამებრ ბენეფიციარი დედების დახმარება აღსაზრდელთა პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვაში;
  • ბენეფიციარი დედის მორიგეობის, ავადმყოფობის, პროფესიული გადამზადების ან დედის სხვა საჭიროების დროს, ბავშვის აღზრდასა და მოვლაზე ზრუნვა;
  • დაწესებულების (თავშესაფრის) მატერიალურ ფასეულობების მეთვალყურეობა და საყოფაცხოვრებო ნივთების მოვლა/შენახვის კონტროლი; 
  • პროექტის სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება.
 
სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება
  • ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დამატებითი სამუშაო პირობები
  • ცვლაში მორიგეობა დასვენების დღეების ჩათვლით.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge  2020 წლის 28 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.