ტენდერი სარემონტო სამუშაოებზე

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 07.10.2020

 
 
SOS ბავშვთა სოფელი                                            
აცხადებს ტენდერს  სარემონტო   
სამუშაოების ჩატარების თაობაზე
                                                     
 
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“იწვევს კომპანიებს  თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამაში არსებული შენობის  სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
 
სამუშაოთა ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს, ხოლო ჩასატარებელ სამუშაოთა რაოდენობა დადგინდება შემსრულებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი მუშაობით.
 
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:  თბილისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამაში არსებული სოციალური საცხოვრისის სარემონტო სამუშაოები, დეტალური ჩამონათვალი იხილეთ თანდართულ ფაილში..
 
  • ალდებულო მოთხოვნები:
ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
  1. ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
  2. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  3. ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან, რომ მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ანგარიშზე არ აღირიცხება დავალიანება;
  4. ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 3 რეკომენდაციით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალით;
  5. შევსებული უწყისი – ხარჯთაღრიცხვა (ხარჯთაღრიცხვა უნდა მომზადდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა დაინტერესებული კომპანია წინასწარ დაათვალიერებს შენობა–ნაგებობას, რომელიც საჭიროებს სარემონტო სამუშაოების ჩატარებას
 
თანხის გადახდის პირობები: წინასწარი გადახდის მოთხოვნის შემთხვევში (კონტრატის ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა) კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია.
 
მომსახურების გაწევის ვადები: 2020 წლის  ოქტომბერი
სამუშაო ადგილი: თბილისის SOS  ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ ,  ავთო ვარაზის ქ.N40
 
დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც „სარემონტო   სამუშაოების განხორციელება“, ისე კომპანიის სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2020 წლის 7 ოქტომბერი, 17:00სთ
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: თბილისის SOS  ბავშვთა სოფელი, ნუცუბიძის 4 მ/რ ,  ავთო ვარაზის ქ.N40
 
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ–ფოსტის მისამართზე: maiko.gongadze@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
 
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge