ახალგაზრდული კლუბის ლიდერი - ქუთაისი, ზუგდიდი

ადგილმდებარეობა : სამეგრელო-ზემო სვანეთი

ბოლო ვადა : 05.10.2018

პოზიციის სახელწოდება: ახალგაზრდული კლუბის ლიდერი
სტატუსი: მოხალისეობრივი (არაანაზღაურებადი) 
ადგილმდებარეობა: ქუთაისი და ზუგდიდი 
პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე (ოქტომბერი, 2018 - სექტემბერი, 2019)
დამქირავებელი: ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი"

პროექტის მიზანი: საქართველოს 4 რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში (ზუგდიდი, ქუთაისი, ახალციხე და თელავი) მცხოვრები მოწყვლადი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერა-გაძლიერება. 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ცოდნის გაზიარებაზე აგებული ინოვაციური პლატფორმის - 8 ახალგაზრდული კლუბის ჩამოყალიბება, რათა ხელი შეეწყოს ბავშვებისა და ახალგაზრდების დასაქმებისა და სამოქალაქო ჩართულობისათვის აუცილებელი უნარების განვითარებას.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია World Vision საქართველოსთან თანამშრომლობით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: ახალგაზრდული ჯგუფების მობილიზება; 10 თვის მანძილზე, კვირაში ერთხელ კლუბის შეხვედრების ფასილიტაცია და სამუშაო პროცესში კლუბის წევრების დახმარება. 

ძირითადი მოვალეობები:

** კლუბების ფორმირება (ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში 2 კლუბი);
** კლუბის წევრების მხარდაჭერა და დაინტერესება დასახული მიზნების განხორციელების პროცესში;
** კლუბის წევრებთან სამოტივაციო ღონისძიებების ჩატარება;
** კლუბთან მუშაობისას სხვადასხვა მეთოდის გამოყენება;
** გუნდთან ერთად რეალურად მიღწევადი ამოცანების დასახვა.

სასურველი უნარები:

** სამუშაო არეალის კულტურული მახასიათებლების ცოდნა
** ახალგაზრდებთან მუშაობის მეთოდების/მიდგომების ცოდნა
** თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი (MS Office, E-mail & Internet) 

სასურველი გამოცდილება: 

** ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილება 
** ტრენინგის ჩატარების და/ან ფასილიტაციის გამოცდილება 
** ლიდერად მუშაობის გამოცდილება (ახალგაზრდულ ან ბავშვთა ბანაკში და სხვ.)

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას
** საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ პირობებს, დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მიმაგრებული განაცხადის შევსებული ფორმა შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@sos-kd.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ `YES Project Leader`. 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 2018 წლის 5 ოქტომბერი

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.