დასაქმების კონსულტანტის ვაკანსია

ადგილმდებარეობა : თბილისი

ბოლო ვადა : 20.08.2019

 
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
 
საქმიანობის ძირითადი მიზანი:
თბილისის ოჯახის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, ბენეფიციარი ოჯახების დახმარება დასაქმებაში, რათა შემდგომში მათ თავად შეძლონ დამოუკიდებლად შემოსავლების მოპოვება სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით.
 
 
ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:
  • შეისწავლოს დასაქმების ბაზარი და გამოკვეთოს მოთხოვნადი პროფესიები, რომელთა შესწავლა გააუმჯობესებს ბენეფიციართა დასაქმების შესაძლებლობებს;
  • განსაზღვროს და შეაფასოს ბენეფიციართა შესაძლებლობები მათი განათლების, კვალიფიკაციისა და უკვე არსებული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით;
  • ბენეფიციარებს შეასწავლოს CV-ის/ავტობიოგრაფიის, სამოტივაციო წერილის შედგენისა და ინტერვიუს დროს თავის წარდგენის უნარ-ჩვევევები;
  • პროექტის ბენეფიციარებს გაუწიოს ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციები;
  • დასაქმების საკითხებზე ბენეფიციარებს ჩაუტაროს სხვადასხვა სახის ტრენინგები;
  • ითანამშრომლოს სხვასასხვა არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებთან, პროფესიული სწავლების ცენტრებთან და კერძო სექტორთან, ბენეფიციართა დასაქმებისა და პროფესიული გადამზადების ხელშეწყობის მიზნით;
  • მოიძიოს გამოცხადებული ვაკანსიები და უშუამდგომლოს ბენეფიციარებს დამსაქმებლებთან;
  • მედიის საშუალებით დაეხამროს ბენეფიციარებს სხვადასხვა განცხადების გამოქვეყნებაში;
  • მუდმივად მოიძიოს/მიიღოს ინფორმაცია დასაქმების კუთხით არსებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ;
  • ბენეფიციარი ოჯახების მონაწილეობით, ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა ღონისძიებებს;
  • უზრუნველყოს სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა,  შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება.
 
სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის და/ან ეკონომიკის სფეროში
  • დასაქმების კუთხით მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
  • ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი; შეცდომების კონსტრუქციული მართვა; უკუკავშირის გაცემა და მიღება; კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
  • ურთიერთობების დამყარების უნარი/გუნდური მუშაობა - სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციის დამყარების უნარი და ადეკვატური ემოციური უკუკავშირი; გუნდში მუშაობა და სხვების თავისებურებების გათვალისწინება;
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • წერითი უნარ-ჩვევები
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას
  • საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
  • სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2019 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.