ფსიქოლოგი

ადგილმდებარეობა : იმერეთი

ბოლო ვადა : 10.05.2019

 

 

სამუშაო ადგილი და დატვირთვა: კვირაში 4 საათი (თვეში მინიმუმ 8 ვიზიტი შესაბამის მცირე საოჯახო სახლში)

 

საქმიანობის ძირითადი მიზანი: ფსიქოლოგის სამუშაოს ძირითადი მიზანია, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიის, ასევე კონსულტაციისა და ფსიქოდიაგნოსტიკური მომსახურების გზით, დახმარება გაუწიოს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს.

 

 

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები

 

§ თითოეული ბენეფიციარის ფსიქოდიაგნისტიკა და მისი ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა;

§ ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;

§ ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარიებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;

§ მოზარდებთან პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშებისა (ნებელობითი, კოგნიტური, ემოციების, კომუნიკაციების) და სარელაქსაციო აქტივობების ჩატარება; საჭიროებისამებრ, ბავშვებთან და მოზარდებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;

§ ბენეფიციარებთან სამუშაოს დასრულების შემდგომ, შესრულებული სამუშაოს შეჯამება და შესაბამისად, მათი დოკუმენტალურად ასახვა;

§ საჭიროებისამებრ, მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;

§ სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება.

 

მოთხოვნები:

 

§ უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით

§ ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება

§ კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

§ წერითი უნარ-ჩვევები

§ ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი

§ ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი

§ ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი

§ მოქნილობა და დამოუკიდებლობა

§ თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში

§ დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

§ გუნდური მუშაობის უნარი

 

 

ჩვენ გთავაზობთ:

§ მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;

§ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;

§ კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;

§ პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;

§ პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2019 წლის 10 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge