ფსიქოლოგის ვაკანსია

ადგილმდებარეობა : იმერეთი

ბოლო ვადა : 10.04.2019

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ეძებს ფსიქოლოგს მცირე საოჯახი ტიპის სახლებისთვის დასავლეთ საქართველოს შემდეგ რაიონებში:
 
  • ქუთაისი
  • ხონი
  • საჩხერე (ბაჯითი)
  • ზესტაფონი (კვალითი)
  • წალენჯიხა
  • ამბროლაური
 
 
  • ადგილი: ქ. ქუთაისი
 
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში კვირაში მინიმუმ ორი ვიზიტი
 
 
საქმიანობის ძირითადი მიზანი: ფსიქოლოგის სამუშაოს ძირითადი მიზანია, ინდივიდუალური და ჯგუფური ფსიქოთერაპიის, ასევე კონსულტაციისა და ფსიქოდიაგნოსტიკური მომსახურების გზით, დახმარება გაუწიოს მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს.
 
 
 ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები
 
  • თითოეული ბენეფიციარის ფსიქოდიაგნისტიკა და მისი ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა;
  • ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
  • ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარიებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;
  • ბავშვებისა და მოზარდების საჭიროებისა და ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა სახის ტრენინგების ორგანიზება;
  • მოზარდებთან პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშებისა (ნებელობითი, კოგნიტური, ემოციების, კომუნიკაციების) და სარელაქსაციო აქტივობების ჩატარება; საჭიროებისამებრ, ბავშვებთან და მოზარდებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
  • ბენეფიციარებთან სამუშაოს დასრულების შემდგომ, შესრულებული სამუშაოს შეჯამება და შესაბამისად, მათი დოკუმენტალურად ასახვა;
  • მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
  • სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა,  შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება.
 
მოთხოვნები:
 
  • უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის და სოციალური მუშაობის კვალიფიკაციით
  • ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის გამოცდილება
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • წერითი უნარ-ჩვევები
  • ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
  • ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
  • მოქნილობა და დამოუკიდებლობა
  • თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება
 
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge  2019 წლის 10 აპრილის  ჩათვლით. გთხოვთ,  სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.