პროექტის ბუღალტერი

ადგილმდებარეობა : სამეგრელო-ზემო სვანეთი

ბოლო ვადა : 24.06.2019

პროექტის ბუღალტერი

სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი

პროექტის ხანგრძლივობა: 2019 წლის 31 დეკემბრამდე, 3 წლით შესაძლო გაგრძელებით.

საქმიანობის ძირითადი მიზანი: პროექტის საფინანსო და ბუღალტრული საქმიანობის განხორციელება და ბიუჯეტის ხარჯვის კონტროლი. პროექტის ბუღალტერი ანგარიშვალდებულია, პროექტის კოორდინატორისა და ქუთაისის SOS ბავშვთა სოფლის პროგრამის მთავარი ბუღალტრის წინაშე.

სამუშაო განაკვეთი:

· ნახევარი განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:

· ბუღალტრული საქმიანობის წარმოება ადგილობრივი კანონმდებლობისა და ორგანიზაციის შიდა მოთხოვნების შესაბამისად:

o პროექტის სამეურნეო ოპერაციების საბუღალტრო აღრიცხვა დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად;

o საბანკო ოპერაციების წარმოება;

o საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) მიიღება და დაარქივება.

· პირველადი დოკუმენტების იდენტიფიცირება და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა

· სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული დღის ცენტრის მომსახურების შემოსავლისა და ხარჯების აღრიცხვა და კონტროლი

· პროექტის ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი

· დონორის მიერ დადგენილი ფორმით, რეგულარული ფინანსური ანგარიშების მომზადება და დროულად წარდგენა სათავო ოფისში

· პროექტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და კონტროლი

· პროექტის საბუღალტრო ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში.
 

სავალდებულო მოთხოვნები:

· უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში

· ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა

· ანგარიშების მომზადების გამოცდილება

· საერთაშორისო გრანტით დაფინანსებულ პროექტებში/საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

· MS Excel-ის ცოდნა

· ინგლისური ენის ცოდნა

· კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი

· მოქნილობა და დამოუკიდებლობა

· დეტალებზე კონცენტრირების უნარი

· დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი

· ორგანიზაციაში მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის (Microsoft Dynamics NAV) სწრაფად ათვისებისა და პროგრამაში მუშაობის მზაობა

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
  • მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 24 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.